ბედნიერი დღე

დღეს დილით ადრე გამეღვიძა, ეს თითქმის არასოდეს ხდება, მაგრამ ყველაზე უცნაური პირველი აზრი იყო, რომელმაც ტვინზე მომიკაკუნა: “ჰეი ხატია, შენ ბედნიერი ხარ” გავიღიმე, თვალები დავხუჭე და ძილი გავაგრძელე. მერე ჩვეულებრივად,თავის დროზე გამეღვიძა, სადღაც ორისკენ, მას შემდეგ კი საკუთარ თავთან  ვერ გამირკვევია, რატომ მომრავლდა ჩემს ორგანიზმში ენდორფინები.

კაცრობიობის დასაბამიდან ადამიანი ბედნიერების განუწყვეტელ ძიებაშია, თვითონ ეს სიტყვა კი საკმაოდ ფართოა და ძალიან ბევრ რამეს მოისაზრებს. ექიმისათვის ბედნიერება პაციენტის გამოჯანმრთელებაა, მასწავლებლისთვის ცოდნის გაზიარება, მშობელისთვის ბავშვის კარგად ყოფნა, მოსწავლისთვის ათიანის მიღება, მაგრამ ბედნიერება ყოველთვის ხანგრძლივი უბედურების უკან იმალება. და მაინც რა არის ბედნიერება? როდის ვიწყებთ მის ძებნას? ბავშვობაში დიდობა გაგვაბედნიერებდა, შემდეგ ვიზრდებით და საყვარელ ადამანიას ველოდებით რომ გაგვაბედნიეროს, მერე საკუთარ შვილებს ველოდებით ბედნიერების მოსატანად, შემდეგ კი მათი გაბედნიერებით ვგეგმავთ საკუთარ ბედნიერებას. სააბოლოო ჯამში კი ბედნიერება ისე ჩაგვივლის მის შეგრძნებასაც ვერ ვასწრებთ.

ხშირად წამიკითხავს ფრაზა: “არ არსებობს უკეთესი დრო ბედნიერებისთვის, ვიდრე ეს დღე, ეს წუთი და წამია” სათქმელად ადვილია, მაგრამ, მაშინ როდესაც სამყარო თავზე გექცევა, ძნელია ეს გაითავისო, რადგან როგორც გრიპის ვირუსისგან ვერ გაანთავისუფლებ ორგანიზმს, ისევე ვერ აიძულებ საკუთარ ტვინს, წარმოქმნას ენდორფინები.

იუთუბზე გადავედი, საძიებოში ჩავწერე “ბედნიერება” და ამომიგდო სოციალური გამოკითხვები, გამიკვირდა როდესაც დავაფიქსირე, რომ გამოკითხულთა ნახევარზე მეტს ჭამა აბედნიერებს. ძალიან ბევრმა კი ამ კითხვაზე ფიქრი პირველად იმ წამს დაიწყო. სამწუხაროა, რომ ადამიანები პრობლემებს ითვლიან და არა ბედნიერებებს. საკუთარ თავთან აუცილებლად უნდა გაარკვიო რა გაბედნიერებს, რადგან შეძლო შემდეგ საკუთარი თავის გაბედნიერება.

საბოლოოო ჯამში კი, 11 საათაიანი ფიქრის შემდეგ ერთ დასკვნამდე მივედი, ჩემი დღევანდელი ბედნიერება გამოწვეულია იმით, რომ დავივიწყე ჩემს ცხოვრებაში არსებული არასრულყოფილებანი. მარტივად რომ ვთქვათ, დავიკიდე. დღეს კარგი დღე იყო, მაგრამ დარს ყოველთვის მოსდევს ავდარი. ბოლოს კი რობერტ მიულერის სიტყვებით დავასრულებ, ბედნიერება კოცნას წააგავს, უნდა გაუზიარო სხვას, რომ შენც ისიამოვნო მისით.

ps. ამ მუსიკის ფონზე ვწერდი ბლოგს Lou Reed – Perfect Day

tumblr_nf9fjvvsws1rnqolfo1_1280

ჩემი დაბადების დღე

მე ხატია ვარ, ალბათ საკუთარი სახელი სხვა პოსტებშიც მიხსენებია, როდესაც მე დავიბადე დედა ისხენებს, რომ ისე ცხელოდა, გარეთ ხალხის ჭაჭანება არ იყო, ბებიაქალმა ძალდატანებით გამომათრია საშოდან და პირველი ბგერებით შევეგებე სამყაროს. საკუთარი დაბადების დღე ძალიან მიყვარდა, რადგან ვიცოდი სიურპრიზების გარეშე არ ჩაივლიდა. ასე გადიოდა წლები, და მე ყოველი ზაფხულის, აღუწერელად ცხელ დღეს, ერთი წელი მემატებოდა.

სიურპრიზები ყოველწელს სხვადასხვა იყო, და იმით გამოირჩეოდა, რომ არავინ გეგმავდა, უბრალოდ ამ დღეს ხდებოდა, გავიხსენებდი ერთ-ერთ დაბადების დღის წვეულებას, როდესაც ორი სიყვარულით დადაგული გული საბოლოოდ გამოუტყდნენ ერთმანეთს გრძნობაში, ისე გამიხარდა, მსგავსი სიხარული მაშინ არც ერთ საჩუქარს არ მოუნიჭებია. ასევე არაორდინალური იყო მეგობრის გაპარვა ჩემი დაბადების დღიდან, რომელიც პოლიციამ დააბრუნა შინ.

ერთისიტყვით ბევრი რომ არ გავიხსენო, საკუთარი დაბადების დღე მოდიოდა და რაიმე განსხვავებულს ველოდი, კი არ ველოდებოდი, მოვითხოვდი, ხოდა ისე შევაწუხე ეს დედამიწა ჩემი მოთხოვნებით, რომ ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეს 2 ბრუნი გავაკეთე ჰაერში და საბოლოოდ მანქანაში ავითქვიფე. ტვინი შემერყა და აზრებმაც დეფორმაცია განიცადეს.

ის დღე იყო და ის დღე, მას შემდეგ არაფერს ველი წინასწარ, საკუთარი დაბადების დღე ცოტა მაშინებს, ცოტა მაინტრიგებს, და საბოლოოდ ერთი სული მაქვს გავიგო რა მოხდება ხვალ. ახლა ჰორიზონტალურად აღმართული ტელეფონი მიჭირავს და ისე მეძინება, თვალები მეხუჭება. თორმეტს უკვე კარგა ხანია რაც გადასცდა და მე 17 წელი შემისრულდა. ძალიან მომწონს ჩემი ახლანდელი ასაკი, მის შესანარჩუნებლად დროსაც კი გავაჩერებდი. 16 წელი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სევდიანი იყო, საკუთარი თავი მაზოხისტივით ვტანჯე, თექვსმეტი წლის ასაკში…

  1. შევქმენი ბლოგი, რომელმაც ჩემი საუკეთესო მეგობრის სტატუსიც მალევე მოიპოვა.
  2. დავინტერესდი ფილოსოფიით, რამაც სამყარო სხვა თვალით დამანახა.
  3. გავიჩინე შინაური ცხოველი, სახელად გოჩა, მოწოდებით კი კუ.
  4. ვისწავლე სახლის საქმეები
  5. გავიცანი ოდი
  6. ჩამოვიცილე უაზრო ადამიანები
  7. ყველაზე ბევრი ვიჩხუბე
  8. წავიკითხე ყველაზე მეტი წიგნი
  9. შემეცვალა მუსიკალური გემოვნება
  10. ვისწავლე ველოსიპედის ტარება

ესეც ჩემი დაბადების დღის პოსტი. დღეს, ყველაზე ცხელი ზაფხულის ღამეს, ხატია 17 წლისაა და ტკბილ ძილს გისურვებს 💛

ახალი მეგობარი სახელად ჯორჯი.

 შარშან ამ დროს, აკვიატებული მქონდა, რომ ველოსიპედი მინდოდა, ეს იდეა საიდან დამებადა ისევე არ ვიცი, როგორც კუები რატომ შემიყვარდა. შეიძლება თამამად, ვთქვა რომ აკვიატებების დედა ვარ პატარაობიდან. რაც დრო გადის ავადმყოფურად მინდება ის რაც ერთ დროს ამეკვიატა. სწორედ ასე დაიწყო ჩემი და ველოსიპედის ურთიერთობა. მიუხედავად იმისა რომ ცხოვრებაში დამოუკიდებლად ველოსიპედით გავლილიც კი არ მქონდა, გულს მაინც ეწადა მისი დაპყრობა და “შლიგინი” :დ. მაგრამ მიუხედავად ჩემი დიდი ნდომისა, რაღათქმაუნდა გამოჩნდნენ დაბრკოლებები, დედაჩემის და მამაჩემის სახით “გოგო მანქანამ არ გაგიტანოს” “ისევე მოგბეზრდება როგორც როლიკები” “ფულები რაში უნდა მაყრევინო” “კატაობის დრო სწავლას დაუთმო გირჩევინია”  და ა.ს.შ მიუხედავად დიდი თხოვნებისა, მშობლებმა “დამსინეს” და მერე სექტემბერიც მოვიდა, დაიწყო სწავლა და ვიღას ახსოვდა ეს შენი ველოსიპედი.  

მახსოვს აპრილის მიწურული იყო, რომ მამაჩემი ბაზრობაზე გავიდა და ველოსიპედით ხელდამშვენებული დაბრუნდა, ვიფიქრე: ღმერთო, ასეთი რა სიკეთე ჩავიდინე, რომ გადმომხედე და ამხელა სიხარული მომანიჭე თქო, თვალწინ გადამეშალა სიუჟეტი თუ როგორ დავსეირნობდი მზისჩასვლის ფონზე. მივედი, ჩასახუტებლად გამზადებული მადლობის სათქმელად, მაგრამ უკნიდან მესმის ბიძაჩემის ხმა “აუ გაგიჟდება ნიკო სიხარულისგან”. ამ ერთმა წინადადებამ მახსოვს მთელი ჩემი ფანტაზიები როგორ წალეკა.

 უი ხო, ვინ არის ნიკო. ნიკო პაპაჩემია, ერთი სვარჩიკი კაცი, რომელსაც სახსრების პრობლემა აწუხებს ამდენი მუშაობის შედეგად და შვილმა (მამაჩემმა) საჩუქარი გაუკეთა ველოსიპედის სახით. დავრჩი ასე გაღიმებული. 

მალე ზაფხულიც მოვიდა და პაპასაც ვეწვიე სოფელში (ველოსიპედს უმფრო). მახსოვს როგორ დაიწყო ჩემი და ველოსიპედის ურთიერთობა, პირველ დღეს რუში ჩავვარდი, ველოსიპედი საგულდაგულოდ გავამშრალე, პაპამ კი დიდი მადლობები მიხადა საღამოს, რამდენი ხანია გარეცხვას ვგეგმავდი და მეზარებოდაო, მეც შევიფერე. მეორე დღეს მოხვევაც ვისწავლე მაგრამ ვიწრო მოსახვევებში ვჩერდებოდი მაინც, ხელით შემოვაბრუნებდი და ასე ვაგრძელებდი კატაობას, ერთი კვირის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა ხანგრძლივი და ექსტრემალური გახდა, ექსტრემალური იმიტომ, რომ პატარა ბავშვი გავიტანე. ბევრი იტირა, მე კი ძალიან შემეშინდა, ნუ რაც მთავარია გადარჩა.  

საბოლოოდ მშობლებმა ჩემს ტანჯვას ვეღარ გაუძლეს, და აი დღეს მამაჩემმა წამიყვანა ბაზრობაზე და ახალი ველოსიპედით დავბრუნდი შინ. მოხიბლული ვარ ჩემი არჩევანით. ბევრი ვიფიქრე რა დამერქმია, ბოლოს ჯორჯზე შევჩერდი.არვიცი რატომ, პირვლად ეგ სახელი მომივიდა თავში და სხვა მოსულ სახელებს ნამდვილად ჯობდა. ასე, რომ დღეიდან იწყება ჩემი და ჯორჯის ფათერაკებიანი ურთიერთობა. მომავალ შეხვედრამდე ბლოგო. 💛💛💛


აბრეშუმის ყელსახვევი

 საღამოხანი იყო, იჯდა აბრეშუმის პეპლის მუხლუხი და აბრეშუმის ქსოვილს წარმოქმნიდა. მასთან ერთად იგივეს დაახლოებით 120 000 მუხლუხი იმეორებდა, ორ დღიანი გაუჩერებელი მუშაობის შემდეგ პარკის ახვევა თითქმის დაამთავრეს, გარშემო ერტყათ ნაზი აბრეშუმის ქსოვილი. მოვიდა ადამიანი და თითოეული ჭუპრი თავისივე მოქსოვილ პარკებში ჩაკლა. შემდეგ დეფექტიანი პარკები გადაარჩია, ხოლო უნაკლოები გადაამუშავა და მიიღო აბრეშუმის ქსოვილი.

თხელი აბრეშუმის ძაფი დიდ ფაბრიკაში გაიგზავნა, საკმაოდ გრძელი იყო, ცათამბრჯენს ნამდვილად მიწვდებოდა. ეს დიდი ძაფი ნაზ ხელებს შეეხო, მისი თითები აბრეშუმის ბოჭკოზე ნაზი იყო, დაანაწევრა გრძელი აბრეშუმის ძაფი და ქსოვილის წარმოქმნას შეუდგა. ასე წარმოიქმნა მბზინვარე, თხელი, ჰაეროვანი და ნაზი ქსოვილი. აბრეშუმი. 

ქსოვილი დიდ ბაზრობაზე მოხვდა, მას ეხებოდა უამრავი სხვა ნაჭერი და იტანჯებოდა, სტკიოდა თითოეული ბოჭკო რადგან სხვა უხეშ ნაჭრებში ითქვიფებოდა. უეცრად ისევ ხელი სტაცეს და თავი სულ სხვაგან ამოყო, იქ სადაც ბევრჯერ გაზომეს, სრისეს და ბოლოს მაკრატლით შუაზე გახლიჩეს, ეს ნახევარი კიდევ მეოთხედათ გაყვეს და სწორედ ამ მეოთხედმა ქსოვილმა ამოყო თავი საკერავი დაზგის ქვეშ, სადაც წვრილ წვრილი ნევსები ერთდროულად ჩხვლეტდნენ ქსოვილს. აბრეშუმის ერთი ბოლო მეორე ბილოსთან სამარადისოდ დაუკავშირეს, საგულდაგულოდ ამოკემსეს და რაღაცის სახე მისცეს. რასაც მერე შარფი უწოდეს.

აბრეშუმის შარფი მაღაზიაში გადაგზავნეს და ლამაზად ჩამოკიდეს. გამვლელი თუ გამომვლელი ყველა ხარბად უყურებდა ნაზ ქსოვილს. ეხებოდნენ გამუდმებით. უგალსუნებდნენ თავის უხეშ, მოუვლელ, ბინძურ და ცოდვილ ხელებს. აბრეშუმი კი მომავალ პატრონზე ფიქრიბდა, ნეტა ვისი ყელის გათბობა მოუწევდა ქსოვილს… 

თხელმა, ნატიფმა ხელებმა აიტაცეს ნაზი ბოჭკოების გროვა, ისეთი სუსტი და გრძელი ყელი ჰქონდა პატრონს, რომ შარფი გულიანად ჩაიხუტა და გვერძე ლამაზი ბაფთა გაინასკვა. შარფი მისი მეგზური გახდა, ის ყოველთვის გრძნობდა იგივეს, რასაც პატრონი. მაშინ, როდესაც სისხლი გაეყინებოდა ანაც პულსი აუჩქარდებოდა, ქსოვილი ამას შეიგრძნობდა. ზრუნავდა, მაშინ როდესაც ყელი გაუცივდებოდა და აბრეშუმიც აბრეშუმობდა.

მერე დაიშალნენ, გაწყდა მათი ერთობა, პატრონმა უეცრად მოიგლიჯა ყელიდან და ვიღაცის ხელებში ჩააგდო. მისი ხელები უხეში იყო, მაგრამ სამაგიეოდ ტუჩები ჰქონდა  ნაზი, გლუვი და წითელი. ყოველთვის სადღაც იყო ჩატენილი ნაზი ქსოვილი, მანამ სანამ არ დაღამდებოდა. აი ღამღამობით კი ახალი პატრონის ტუჩებს აგემოვნებდა.

პიანისტი ქალი

გაიცანით, ეს ელფრიდეა. პაინისტი ქალის ავტორი და ადამიანი რომლის ნაწერიც უბრალოდ შეუდარებელია. 

ერიკა კუხოტი, ელფრიდეს მოგონილი პერსონაჟი, ფორტეპიანოს მასწავლებელი ქალი, რომელიც ხელოვნებაში მთელი თავისი არსებითააა ჩაძირული და საკუთარი თავი სხვა არაფერისთვის ემეტება, თუ არა ხელოვნებისთვის. სხვა ყველა ერიკასათვის ნაგავივით არაფრისმომცემი და ღირებულებადაკარგულია. ერიკა ყოველდღე მგზავრობს ტრამვაით და ხედავს თუ როგორი არ უნდა გახდეს ის.

იგი მიარღვევს ბილეთიანი და უბილეთო ხალხის ნაცრისფერ ნაკადს, ახლახან რომ ამოვიდნენ, ან გასასვლელისაკენ მიეშურებიან, იმათ, რომელთაც საიდანაც მოდიან, იქ ვერაფერი მიიღეს, და იქ, სადაც მიდიან ვერაფერ საიმედოს ნახავენ. მათში ვერაფერი მოგხიბლავთ.

ერიკაში ხელოვნების სიყვარულთან ერთად, დიდია სიძულვილიც. სიძულვილი ხალხის მიმართ რომელიც დღითი დღე ძლიერდება ხელოვნების შევიწროვების გამო. ისინი უმოწყალოდ თელავენ ნამდვილ მუსიკას და ყოველ დღე თითო სონატას კლავენ თავიანთი უმეცრებით.  

ერიკას ჰყავს დედა, რომელიც ყოვლად გაუფრთხილებლად ხდის მას თავის ქალას, დაუკითხავად აფათურებს შიგ ხელებს და რაღაცას ეძებს. იგი ყველაფერს თავდაყირა აყენებს და არაფერს დებს საკუთარ ადგილზე. მიუხედავად ამისა ერიკას დედა ძალიან უყვარს. სწორედ დედამ შთააგონა საკუთარი თავის განსაკუთრებულობა, ერიკა გამუდმებით ფიქრობს საკუთარ შინაგან სამყაროზე და ყოველ ჯერზე, როდედაც ფიქრის ბოლოში გავა დედის აზრს ადასტურებს, ის მართლაც განუმეორებელია. ერიკა ფიქრობს რომ მიაღწია მისი, როგორც ადამიანის უმაღლეს ღიებულებას როდესაც იგი ტოვებს რეალობას და გრძნიბათა სამყაროსკენ გადაინაცვლებს, მაგრამ ეს არის კი ადამიანობა?

ჩვენ ვართ ის რაც გვაქვს. მისი ცოდნა და უნარი წარმოქმნის მწვერვალს, რომელიც დაფარულია დატკეპნილი თოვლის საფარით. მხოლოდ ყველაზე უფრო გაბედული მოთხილამურე დაძლწვს აღმართს.

და აი ერიკას ცხოვრებაში ჩნდება გაბედული მოთხილამურე მამაკაცი, იგი ერთ დღესაც საკუთარ მყუდრო ბუდეში, გუგულის კვერცხივით აღმოაჩენს მას. მამაკაცისთვის დაბრკოლებას სრულიად არ წარმოადგენს ქალბატონის ასაკი, ქალბატონისა, რომელიც მისი მასწავლებელია. ერიკა მას აღაგზნებს და ისეთ ველურ ვნებას აღვიძებს მასში, რომ მოსწავლე საკუთარ თავს ვეღარ იმორჩილებს და ფეთქდება…

მასწავლებელი ქალი და მოსწავლე, ქალი და მამაკაცი ერთმანეთის პირისპირ დგანან. მათ შორის ცხელი და მხურვალე გადაულახავი კედელი აღმართულა. ეს კედელი ხელს უშლის მათ, რომ ერთ-ერთი მათგანი გადაძვრეს მასზე და მეორე მათგანს სისხლი გამოსწოვოს. მასწავლებელ ქალსა და მოსწავლეს სიყვარულისაგან სისხლი უჩუხჩუხებთ და მათ სხეულები უფრო დიდისაკენ უბიძგებს. 

წიგნში მოთხრობილია ამბავი აკრძალულ ხილზე, რომელის გასინჯვა მთავარი გმირისათვის მიზანი ხდება. ამბავია ადამიანზე რომელიც იმდენს გრძნობდა, რომ გადაიწვა და ახლა სიცარიელეღა დარჩა. ქალი, რომელიც არავის გავს და მისი ტკივილთან ურთიერთობა, სწორედ ტკივილი აგრძნობინებს რომ ადამიანია. წიგნი დროზე, სიყვარულზე, ვნებაზე და ყველაფერზე, ყველაფერზე რისი განცდაც კი შესაძლებელია. წიგნის ეკრანიზაცია 2001 წელს მოხდა, სწორედ შესანიშნავმა ფილმმა მაიძულა წამეკითხა ელფრიდე იელინეკის „პიანისტი ქალი„ ნამდვილი შედევრი და ემოციების დაუცლელი წყარო. 

ბოლოს გეტყვი, რომ აუცილებლად წაიკითხე ეს წიგნი თუ უკვე წაკითხული არა გაქვს. მე კითხვა დღეს დავასრულე და ეს ის მომენტია როდესაც კითხვაზე „-საყვარელი წიგნი?„ პასუხი უნდა შევცვალო. რადგან პიანისტი ქალი ჩემი საყვარელი წიგნია 💜💜💜

ძილის წინ

03:48 ღამეა, და ჩემი სხეული ყველაზე კარგი მაცივარია რომელსაც ღამის შენახვა შეუძლია. ზაფხულის ცხელი დღეები, ყოველი მომდევნო დღე წინაზე ბევრად უფრო ცხელია. მეც ჩაკეტილი ვარ საკუთარ ოთახში და აღარ გამოვდივარ, ვილტილიატორი და მე საუკეთესო მეგობრები გავხდით. მე ახლაც ვგრძნობ ჰაერის სწრაფი ნაკადი როგორ ეხება ჩემს კანს და ცდილობს სიგრილე გამოიწვიოს. სასიგნალო ანძას ვგავარ რომელიც მარტოდმარტო კიდია გაშლილ სივრცეში. ეს მე მინდოდა. აღარმინდა.

რამდენიხანია კალენდარს თვალს აღარ ვადევნებ, არ ვიცი დღეს რა დღეა ან ხვალ რა დღე გათენდება. მაგრამ ის რაც გსიამოვნებს ყოველდღიურობად არ უნდა აქციო თორემ მოგბეზრდება და სასიამოვნო აღარ იქნება. ხვალიდან ისევ გავიჭრები საზოგადოებაში, ვეცდები ვიპოვო საინტერესო ადამიანები და მათთან ერთად შევქმნა საზაფხულო ისტორიები, მერე ეს მოგონებები გადამატანინებენ გრძელ, ცივ და დაუნდობელ ზამთარს.

ღამე, იგივე სიბნელე. ამბობენ სიბნელე სრული ეფექტისთვის აუცილებელი კომპონენტიაო და მემგონი მართალიცაა. სიბნელეში ადამიანს არ შეუძლია გამოიყენოს მისი ერთ-ერთი აღქმის ორგანო, თვალები. ეს ფაქტი კი იწვევს სხვა აღქმის ირგანოების გაორმაგებულ მუშაობას, ესენია: სმენა, ყნოსვა, ნეევული სისტემა და ასშ. საბოლოო ჯამში კი ჩვენ, ადამიანებს, სიბნელე გვაიძულებს დავივიწყოთ ყველაფერი ის რასაც სამყარო გვთავაზობს და აღვიქვათ ის ისეთი როგორიც ჩვენს გინებას სურს. სწორედ ამიტომაა, რომ ღამე ჩვენს ფანტაზიებს  დასასრული არა აქვს. 

პოსტის წერა რომ დავიწყე 03:48 იყო, (როგორც უკვე ავღნიშნე) შუა წერის დროს მუსიკებმა გამიტაცეს, მერე ფეისბუკ მეგობარმა, და აი ახლა 04:23-ია. სულ მალე ალიონი იქნება მე კი ახლა ვაპირებ დაძინებას. ძილინებისა💛!

გულწრფელი წერილი

ჰეი ჰეი ჰეი… როგორ ხარ? იმედია კარგად. აი რაღაცნაირად, არვიცი რატომ, მომინდა მომეწერა შენთვის რას ვფიქრობ, შესაძლოა ხვალინდელი დღე რომ გათენდება საკუთარი თავი გავანადგურო ამ წერილის გამო, მაგრამ გულწრფელობა არასოდეს მინანია და ვფიქრობ არც ახლა ვინანებ.

წერის დროს ვფიქრობ და მიზანი ამ წერილისა არ განმისაზღვრავს, უბრალოდ ქვეცნობიერის ნებას დავყევი. მოდი დრო გადავახვიოთ და გავიხსენოთ თებერვალი, ჩემი ძმის დაბადების დღის წინა დღეები, ღმერთო, 250 ლარის გამოძალვას რომ აპირებდი გახსოვს? საქმიანი საუბრის შემდეგ იყო პირველი სიტყვები „ჟიზნ ვარააამ„ და მერე უსასრულო საუბრები…

ყველაზე კარგად ვიხსენებ სოფელში რომ ვიყავი, 1 დღე, თითქოს სულ ერთად გავატარეთ, ვირტუალურად ჩემთან იყავი. მერე გავიდა კიდევ ცოტა ხანი და მახსოვს შენს პროფილზე შემოვედი და თვალები გამიფართოვდა როდესაც დავინახე, რომ ურთიერთობაშია…. :დ ეს უნდა მეთქვა, თუ გულახდილობაა. შენს მიმართ არაფერს არ ვგრძნობდი, ჩემი რეაქციის დღემდე მიკვირს და საკუთარ თავს დავცინვარ.

მერე გავიდა დრო და ეს არაფერი გადაიზარდა ნამდვილ გრძნობად. რა ვუწოდო ამას, მაშინ როდესაც გამუდმებით შენს წერილს ველოდებოდი და სოც. ქსელს შენს გამო ვერ ვაუქმებდი. ეს იყო, არის ინტერნეტ მეგობრობა. შემიყვარდი, როგორც ადამაინი. ძალიან ცივი და ამავდროულად ღრმა. როგორი არეული ხარ და როგორ გაკლია ისეთი გულწრფელობა როგორიც ახლა მე ვარ. მე შენთან იმაზე ახლოს ვიქნებოდი ვიდრე წაემოგიდგენია, მესენჯერის საზღვრებს გავარღვევდი და ჩვენს მეგობრობას ბოლომდე შევინარჩუნებდი. მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევ, თითოს გახსნილი ხარ მაგრამ შენ იცი, რომ ეს სილაღე ხელოვნურია.

გარეთ ქუხს და ისევ შენ მახსენდები. არვიცი რაგინდა, არვიცი რამინდა. ალბათ მეგიბარი, ისეთი უცნაური, ისეთი ამოუხნელი და ისეთი იდუმალი როგორიც შენ ხარ. მაგრამ რაღაც ხელს გვიშლის და ეჭვი მაქვს ეს ცალმხრივი სურვილის ბრალია. მემგონი წერილის ბოლოში გავედი, მიზანი ალბათ ისაა, რომ ბოლო ხელჩასაჭიდი შევქმნა. მე ვიცი, რომ გჭირდება მეგიბარი, მაგრამ არვიცი გჭირდება თუ არა ხატია. და აი სადღაც მეხი ჩამოვარდა…..

მე და ჩემი მოწყენილი ცისარტყელა.

ახლა ფანჯრიდან ვიყურები და ასეთი სილამაზე ძალან იშვიათად თუ მინახავს, ზუსტად ჩემი ფანჯრის წინ, მოღრუბლულ ცაზე გადაშლილია დიდი ცისარტყელა, ჩემთან ისე ახლოსაა, მგონია რომ მის თაღში გასვლას შევძლბ. ბავშვობაში მეგონა, რომ ფერებს ცისარტყელასგან ღებულობდნენ და შემდეგ აფერადებდნენ ყველაფერს. 

ძალიან ლამაზია… ამ სამყაროს ფონზე ზედმეტად ლამაზიც კია. ცისარტყელა ყოველთვის ბედნიერებასთან ასოცირდებოდა ჩემთვის. ახლა რომ ვფიქრობ რატომ, ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის მახარებდა მისი გამოჩენა. ახლა ჩემში დიდი სევდაა რომელიც არსაიდან, თითქოს არაფრისგან წარმოიშვა და ჩემში სიხარულს უკვე ცისარტყელაც ვეღარ იწვევს. არამედ პირიქით, ვგრძნობ როგორ მოიწყინა ცამაც, ყველაფერი სევდიანი მეჩვენება, მათ შორის ცისარტყელაც, ჩიტებიც, რომლებიც დაბლა დაფრინავენ წვიმის მომასწავლებლად. მხოლოდ ცა გრძნობს იგივეს რასაც მე. 

დაბლა, მიწაზე ძალან ბევრი ახალგაზრდა სეირნობს, დაქრიან მანქანები, ბოლო ხმაზე აწეული მუსიკებით და იქეთ, ბინის კუთხეში კატა იზმორება. მაღლა მინდა, ღრუბლებს შორის ნაპრალებს ვხედავ, მათგან გამომჭვირალე მკვეთრ სინათლეს, სინათლეს რომელიც ცოტაოდენი იმედის მომცემიცაა. ამასობაში ცისარტყელასაც მოვბეზრდი, ცალი ფეხი აწია და ჩემგან წასვლას ლამობს, მე კი ვერ ვაკავებ. არასოდეს დამავიწყდება ჩემი სევდიანი ცისარტყელა და ადგილი სადაც მას შევხვდი. მე ყოველ საღამოს ამ ფანჯარასთან დაველოდები ცაზე, სადაც ყოველთვისაა მისი ადგილი. 💚

ცვლილება

ახლა ჩემი საწოლი მთლიანად მაქვს დაპყრობილი, ირგვლივ უამრავი მტვერი ირევა, სიჩუმეა და აქა იქ ამ სიჩუმეს არღვევს ჭურჭლის სასიამოვნი ხმაური. მე გადავდივარ და ვტოვებ ამ სახლს, სამახსოვროდ კი მხოლოდ მოგონებებს ვუტოვებ. ჩემი ოთახის ოთხივე კედელი ღაჟღაჟა ყვითელია, აქა იქ დიდი წითელი ყვავილებით. აღარ მომწონს, არც თავიდან მომწონდა. ახლა ამ სიყვითლეში მხოლოდ საწოლიღა შემორჩა, სულ მალე მასაც მოაკითხავენ. აქ კედლებსაც ჩემი სუნი ასდით, მომენატრება აქაურობა, მაგრამ იმდენად არა რომ დაბრუნება მომინდეს. კედლებზე ისევაა ჩემი გაკრული ფორმულები და უცხო სიტყვები თავისი განმარტებებით, მათაც აქ დავტოვებ კედლებთან ერთად, ამგვარად სახლის ახალ პატრონს ცოდნას გავუზიარებ.

 ფანჯარა, ჩემი დიდი ფანჯარა… ის იმხელაა ხელებს რომ ვშლი მაინც ჩემზე განიერია, სიგრძეში მაინც მე ვჯობნი. რამდენჯერ ვმდგარვარ ამ ფანჯარასთან და მიყურებია მზის ამოსვლისთვის, რამდენჯერ ჩამიკრია წინა კორპუსში მცხოვრები ბიჭისთვის თვალი და მერე დავმალულვარ, რამდენჯერ ჩამოვმჯდარვარ მის რაფაზე და წიგნი წამიკითხავს… ძალიან ბევრჯერ, თავს მოღალატედ ვგრძნობ, რადგან ახლა ახალი ფანჯარა მელოდება რომელიც მის მაგივრობას გამიწევს, ეს კი… იქნებ ჩემი ფანჯარა ახალმა პატრონმა უფრო შეიყვაროს… 

 ისე დაემთხვა რომ მთლიანად ვიცვლები, ჯერ ჩემმა პიროვნებამ დაიწო ცვლა, შემდეგ ჩემი თმა გალურჯდა და ახლა ახალი ფანჯრიდანაც მომიწევს სამყაროს ყურება, იქნებ ასე უკეთესიცაა.

ვარიანისკენ

ახლა დიდ ავტობუსში ვზივარ, მასში ხალხის რაოდენობა უფრო ბევრია ვიდრე ჟანგბადისა. ჩვენი გზა ვარიანისაკენ მიდის, იქ სადაც დაიბადა და გაიზარდა იაკობ გოგებაშვილი. ხო, ეს ექსკურსიაა. გვერდით ჩემი ძმა მიზის და ეს გზა უსასრულობამდე იწელება. თავს კარგად არ ვგრძნობ, როდესაც ვუყურებ ამდენ მშობელს რომელიც გადამეტებულ ყურადღებას აქცევს საკუთარ შვილს, ერთმანეთისადმი უთბილესი დამოკიდებულებით, ჩემთვის ზედმეტად ყალბია. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ „თვალები ყველაფერს ამბობენ„ მე მათი თეთრი კბილების ზემოთ, ორ, კრიტიკითა და სიყალბით გაჯერებულ თვალებს ვხედავ. ეს კი ყველაზე მეტად მიქმნის დისკიმფორტს.

ავტობუსის მძღოლი. ოოო, ეს არ უნდა გამომრჩეს. ექსკურსიების დროს ყველაზე დიდი მნიშვნელიბა აქვს როგორი მძღოლი შეგხვდება. მე უბედურს არც ამაში გამიმართლა. ორიოდე წუთის წინ დამთავრდა „ბუწილკა„. ახლა სიჩუმეა, მხოლოდ მშობლები ყიყინებენ, და მე ვერ გამირკვევია რა ჯობს, „ბუწილკა„ თუ გამაყრუებლად ბევრი ხმა ერთად. 

ერთადერთი რაც დამრჩენია, ეს ლოდინის რეჟიმია. იაკობის მუზეუმი პირვლად მეც პირველ კლასში ვნახე და ვიმედოვნებ იქაურობა მაინც აღმიძრავს დადებით ემოციებს. ახლა კი წავედი, გემშვიდობები ზედმეტად ფანოღური მუსიკის ფონზე, რომლის მისამღერია „შეყვარებული ვის არ ჰყოლია  მაგრამ საფლავში არ ჩაჰყოლია„………

და აი ავტობუსიც გაჩერდა….