დედამიწაზე სულ რაღაც 18 წელი, 11 თვე და 12 დღეა რაც ვცხოვრობ. ეს დრო კი საკმარისი აღმოჩნდა იმის დასადგენად რომ ადამიანების უმეტესობა თავს ისეთებად გვაჩვენებს როგირებიც სინამდვილეში არ არიან. სწორედ ამიტომ მას შემდეგ რაც ჭკუაში ჩავვარდი და გავაცნიბიერე, რომ მეგობრობა სულაც არაა ერთად ქვიშის პასკების ცხობა, ჩემმა სამეგობრო წრემ დაპატარავება დაიწყო და მინიმუმამდე დავიდა.
ნელნელა ახალი ადამიანების შემოშვება დავიწყე ცხოვრებაში და ეს პროცესი საკმაოდ გამირთულდა. ერთი პერიოდი მეგონა, რომ ადამიანების გაშიფვრა ვისწავლე, ჩემს ზე ნიჭიერებას სწორედ ამ სფეროში ვხედავდი მანამ სანამ სპეციალურად ჩემთვის დადგმული სპექტაკლის მონაწილე არ გავხდი. სამწუხაროდ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც საკმაოდ ბუნებრივად თამაშობენ საინტერესო როლებს და ზემოდან გულწრფელოფის ფანტელებს ისე მადისამღძვრელად აყრიან, რომ სურვილი გიჩნდება შეჭამო. მაგრამ გასინჯვის შემდეგ მაინც ცუდი გემო გრჩება.
ალბათ ერთ-ერთი მიზეზი, იმისა თუ რატომ გვენატრება ყოველთვის ბავშვობა, ისაა, რომ არასოდეს არ გვიწევდა 100-ჯერ გაზომვა რომ ერთხელ გაგვეჭრა. ურთიერთობები ერთ დიდ თამაშს დაემსგავსა სადაც წაგებული ტკივილითა და იმედგაცრუებით “ჯილდოვდება” და თუ არ გინდა წააგო, კარგი მოთამაშე უნდა იყო. არ უნდა დაგეზაროს 100-ჯერ გაზომვა.
ძალიან მიყვარს ის ადამიანები რომლებთანაც თამაში არ მომიწია, პატარაობიდანვე ჩემთან ერთად რომ მოდიან. ისინიც მიყვარს, ახლა რომ თამაშგარე ურთიერთობები მაქვს. ამ პოსტის წერისას წინადადებები ბევრჯერ დავწერე და წავშალე, რადგან არვიცი რამდენად სწორად ვწერ სიტყვებით იმას, რასაც ვფიქრობ. ჩემთვის ძალიან ძნელი იყო იმის გააზრება, რომ ადამიანებთან მეც ვთამაშობ. უბრალოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ღირსეული მოთამაშეები უნდა ვიყიოთ და სპექტაკლები არ დავდგათ.