ჩემი ყველა ბლოგპოსტი, რომელიც აქ დამიწერია გულს მირევს. რადგან უბრალოდ სენსიტიურობის ზეიმია და საკუთარი თავის ის ვერსია რომელიც აქ დაწერილ ყველა ძველ პოსტში ვლინდება ყველაზე ნაკლებად მიყვარს, მეტსაც გეტყვი – არ მიყვარს.

მ. ე. ზ. ი. ზ. ღ. ე. ბ. ა.

უმეტესობა 9000-ჯერ მაქვს გადაკითხული წერისას და გადასწსორებული, არასოდეს ვაძლევდი ფიქარებს ბოლომდე გასაქანს, ანაც უბრალოდ ვაძალებდი საკუთარ თავს რომ რაიმე “ბრძნული” მომეროშა. ამ პოსტით საკუთარი bullshit პოსტების გაპრავებას არ ვცდილობ, უბრალოდ მანამ სანამ იმ თემაზე წერას დავიწყებ, რაც რეალურად მინდა, სურვილი მაქვს რაღაც წარმოსახვითი ბარიერი შევქმნა უწინდელსა და ახლანდელს შორის.

მოკლედ, სანამ საიტს გავხსნიდი და წერას დავიწყებდი, გადაწყვეტილი მქონდა ტიკ-ტოკ ვიდეოს გადაღება, აი ისეთის, მუსიკა რომ ირთვება, რომ უნდა გაიპრანჭო და უბრალოდ აყვე. მსგავსი ვიდეო მთელი წლის განმავლობაში დაახლოებით 1000 მაქვს გადაღებული და დაგროვილი, საუკეთესოებს სთორიში ვდებ ხოლმე იმის მოლოდინით რომ ჩემი გამომწერები კომპლიმენტებს მსტყორცნიან, სიმართლე რომ ითქვას – 2 წამიანი ეგოს დაბუსტვისთვის. ახლა გული მერევა მაგაზე. მაგრამ ძალიან სერიოზულად დავფიქრდი, რ ა ტ ო მ. რატომ მსიამოვნებს დროის გაფლანგვა საკუთარი თავის სხვებისთვის წარდგენაში და მათზე გავლენის მოხდენაში, მაშინ, როდესაც შემიძლია იგივე დრო დავუითმო სწორედ საკუთარი თავის განვითარებას. იცი რა მაშინებს? შევამჩინე რომ ზედაპირულობა მარტივია, მარტივი და სასიამოვნოა 3 საათის გაყვანა ტიკტოკის ვიდეოს გადაღებაში რადგან არ გიწევს ადამიანს ტგვინი დაძაბო და თვალი გაუსწორო გარკვეულ მძიმე რეალობებს. ხოდა მივხვდი რომ მაგარი ლაჩრულად ვიქცევი, ჩემი შიში გამართლდა და ზედაპირულობა ავირჩიე, თითქოს აღარ ვვითარდები. ხოდა, მორჩი რა ხატია.

მინდა რომ მთლიანად საკუთარ თავზე იყო ორიენტირებული და მოეშვა შენი “მეს” სოციალურ ქსელში დემონსტრირებას, არაფრისმომცემია თითოეული რეაქცია რომელიც შეტყობინებებში მოგდის, გთხოვ უბრალოდ აღარ გაექცე რეალურ განცდებს უაზრობებში. მინდოდა საკუთარი ფიქრების კონტროლი გესწავალა, მაგრამ არ მინდოდა რომ ასე გამოშტერებულიყავი. ტიკ-ტოკერ ხატიას ვერ ვიტან. იცი, რასაც ვგულისხმობ.

იმედია ისევ შევხვდებით, დროებით.