საღამომშვიდობისა, დღეს ჩემმა მეგობარმა მოულოდნელად გაიგო, რომ ადამიანს რომელსაც ხვდება რამოდენიმე თვეა, პარალელურად შეყვარებული ჰყავს. ვფიქრობ მთელი დღეა – რატომ? ნუთუ ასეთი ძნელია იყო მართალი ადამიანი, რატომ უნდა გინდოდეს ორმაგი ცხოვრებით ცხოვრება? ერთი “მე” რატომ არ არის საკმარისი სურვულების დასაკმაყოფილებლად, ნუთუ ცხოვრება იმდენად ეპატარავებათ, მზად არიან გააორმაგონ? არ მინდა ვინმეს განსჯა, უბრალოდ მინდა გავუგო. ეს არ არის პირველი ისტორია სადაც ვგებულობ რომ ადამიანს ორმაგი ცხოვრება აქვს, ორი სახელი და გვარი, ორი facebook-ი, ორი სხვადასხვა ინდივიდი ერთი სხეულით. არ მესმის და ყველაზე მეტად მაშინებს.

არ არსებობს შეუცდომელი ადამიანი, ზოგის ცხოვრებაში ცუდი პერსონაჟები ვართ, ხოლო ზოგიერთისთვის კარგი. ჩემთვის კი ორმაგი ცხოვრებით მცხოვრები ადამიანი მხოლოდ ცუდი პერსონაჟია. პირადად მე, ყველაფერი რაც ნამდვილი და წრფელია, ვაფასებ. ზოგიერთი სინამდვილე იმდენად მძიმეა გიჭირს თვალი გაუსწორო, მაგრამ ნამდვილია. ამასობაში კი ჯორჯ კიუკორის 1947 წლის შავ-თეთრ ფილმს მივაგენი, სახელწოდებით “ორმაგი ცხოვრება” საინტერესო სცენარი ჩანს, ჩავუჯდები იქნებ რამე გავუგო პერსონაჟს და სულ მცირე თანავუგრძნო.