ალეხანდრო ხოდოროვსკიმ 88 წლის ასაკში ენერგიის შესანისნავი ახალი ტალღა აღმოაჩინა რომელსაც იგი გვთავაზობს სასიამოვნო ავტობიოგრაბიულ ტრილოგიაში, პირველი იყო 2013 წელს „რეალობის ცეკვა“ ხოლო  მეორე, რომლის შესახებაც მინდა აქ დავწერო 2016 წელს გადაღებული „უსასრულო პოეზიაა“. ფილმი გამოირჩევა „სიჭრელით“ – ხალისი, ენერგია, აღზნება, შოკი, შეცბუნება ის ემოციებია რასაც ვერ შეაჩერებ უსასრულო პოეზიის ნახვისას. ფილმის ყურებისას შეგიძლია გრძნობდე იმას რასაც იშვიათად განიცდი სხვა ფილმების ყურებისას და რეალურ ცხოვრებაში.  ყველა დამხმარე პერსონაჟი არის ანარეკლი და აბსტაქცია, რომელიც ემსახურება მთავარი პერსონაჟის პირადი, ანარქიული ფილოსოფიის გამდიდრებას. რასაკვირველია იგრძნობა ისიც, რომ ფილმის ავტორი მოხუცია, რადგან ის მაყურებლებს მოუწოდებს დაინახოს საკუთარი თავი ხოდოროვსკის ცხოვრების ობიექტივიდან.

ფილმში ასახულია ხოდოროვსკის გამოგონილი დაპირისპირება მამასთან (საინტერესოა, რომ მამის როლს ასრულებს თავად რეჟისორის ვაჟი, ხოლო მთავარი პერსონაჟის როლს ახალგაზრდობაში, ასრულებს  მისი უმცროსი ვაჟი ადანი.) თუ როგორ სცილდება ნელ-ნელა ოჯახს, ჯერ უბრალოდ საცხოვრებელ სახლს იცვლის, იცნობს ახალ ადამიანებს, ცდილობს იპოვოს საკუთარი ნამდვილი მე  მოგვიანებით კი მტკივნეულად და ამჯერად საბოლოოდ ემშვიდობება მამას და მიემგზავრება პარიზში. რაც შეეხება დედამისის პერსონაჟს, იგი არ ლაპარაკობს, მხოლოდ მღერის როგორც საოპერო დივა. პოეზია ხოდოროვსკის ცხოვრების პერიოდს მუდმივად გასდევს თან, რაც კარგად ჩანს ფილმის სათაურშიც.

ფროიდის გავლენა რეჟისორზე საკმაოდ იგრძნობა, განსაკუთრებით, მაშინ როდესაც მთავარი გმირი ალეხანდრო იზრდება და ეძებს სიყვარულს, იგი კაფე-ბარ iris_ ში გაიცნობს სტელას, რომლის როლსაც ასრულებს ალეხანდროს დედის როლის შემსრულებელი პამელა ფლორესი. ხოდოროვსკი გვთავაზობს მათ შორის ეროტიულ სცენას, რომელიც საკმაოდ უცნაური სანახავია, სტელას ზურგზე გამოსახული თავისქალები, ფერები და მათი დიალოგი… მოკლედ რომ ვთქვა სანახავია…

შემდეგ უკვე ალეხანდრო გაიცნობს მის საუკეთესო მეგობარს, სახელად ენრიკეს, რომელიც ასევე პოეტია, და გაცნობის დღეს, როდესაც ალეხანდრო ენრიკეს ოთახს ათვალიერებს, აღმოაჩენს რომ ლექსები იატაკზე ამოუტვიფრია, ამიტომაც ჰკითხავს ლექსები იატაკზე რატომ უწერია ისინი ხომ წაიშლება და გაქრება ამაზე კი ენრიკე პასუხობს, რომ „ყველაფერი ამ სამყაროში წაიშლება და გაქრება, არაფერი დარჩება სიზმრებიც გაქრება და ჩვეთვითონაც ავვორთქლდებით. პოეზია მფრინავი არწივის ჩრდილია  რომელიც რანაირ კვალს არ ტოვებს ხმელეთზე, ლექსი სრულყოფილი მაშინარის როცა იწვის.“

ფილმში ვხედავთ ალეხანდროს დაბერებულ ვერსიას, რომელიც ყოველ ჯერზე როცაკი ჩნდება, უსაზღვროდ შთამაგონებელი დარიგებებით გვავსებს. ერთ-ერთთი ასეთი გამოჩენისას იგი ალეხანდროს ეუბნება: „მე ის ვარ ვინც შენ გახდები, შენ შემქმენი მე, შენ მომეცი პოეზია და არ ვნანობ ამას. მიხვდები ბედნიერი როგორ მოკდე, თუმცა მეშინია სიკვდილის. შენ სიცოცხლის გეშინია, მეშინია სხვების იმედგაცრუების. დამნაშავე არ ხარ ასე რომ ცხოვრობ, დამნაშავე მაშინ იქნებოდი ისე რომ გეცხოვრა როგორც სხვებს მოუნდებოდათ. რა აზრიაქვს მათ ცხოვრებას?! ცხოვრებაში ტვინი სხვამს კითხვებს- გული პასუხობს.  ცხოვრებას არა აქვს აზრი უბრალოდ იცხოვრე, იცხოვრე, იცხოვრე, იცხოვრე….“

საბოლოო ჯამში დიდ რეკომენდაციას გავუწევ, საკმაოდ საინტერესო სანახავია, იმდენად ბევრი მეტაფორაა, ბევრი რამე ერთი ნახვით ვერ გავიგე და კითხვა მაქვს, რომელსაც ისევე მივუბრუნდები, მიყვარს ფილმში ჩადებული დეტალების გაშიფვრა… ხოდოროვსკის ეს შესანიშნავი ნაწარმოები არის საკუთარი თავისადმი მიძღვნილი ხარკი, რომელიც მან საკუთარ თავზე გამუდმებული მუშაობით გამოიმუშავა.