მე და ჩემი მეგობარი დღეს საღამოს მესენჯერში ვსაუბრობდით, საიდანღაც მივედით სიტყვა გადახვეულამდე, რომელსაც როგორც აღმოვაჩინეთ, აქვს უამრავი “გაგებᲐ”. ამიტომაც გადავწყვიტეთ 15 წუთში დაგვეწერა ჩანახატი, ისეთი სადაც ყიველ წინადადებაში იქნებოდა გამოყენებული სიტყვა “გახვევა”. მოკლედ, რაღაც გამოგვივიდა და მინდა გაგიზიაროთ.
ჩემი მეგობარი ლუკას ვერსია:
სამსონი ძლივს სუნთქვდა უამრავი, უამრავი ადამინი ეხვეოდა ირგვლივ. ყველას მისი თოკებში გახლართვა და ხალიჩაში გადახვევა უნდოდა. თანაც რისთვის, თანაც რისთვის, ის ხომ უბრალოდ ქალს გადაეხვია.
შეიძლება გადახევევა იყო უბრალო, მაგრამ ვაი რომ ქალი იყო ძლიერ ბრალიანი, ქალი სორეკის ხეველი.
სამსონს ვნებად წოდებული სიყვარულის ცეცხლი უელავდა თვალებში არც კი ესმოდა, თუ როგორ გადაუხვია ჯერაც დაბადებამდე მიცემულ გზას. ხალხმა კი იცოდა, ხალხი ბევრი იყო ბევრი კი სიმართლეა, სიმართლემ კი წესებიდან არ უნდა გადაუხვიოს.
მრისხნება, ვნება შური ამ ხალხში ღიმილით დააბიჯებდა და ყველას სათითაოდ ისე მჭიდროდ ეხვეოდა რომ თითოეულს სუნთქვა ეკვროდა. ნიშანს არავინ დალოდებია მაგრამ მაინც ყველამ ისროლა სიძულვილის სამოსში გახვეული ქვა.
სამსონს არ სტკენია, სამსონს არ სტკენია ფიქრში გაეხვა სორეკის ხეველი. მაგრამ რა იცოდა თუ კაცს მისი ვნებაში როგორც სბანში გადახვეული სიყვარული ასე ატკენდა დევკაცს.
ჩემი ვერსია:
მზის სხივები შემოიჭრა ჩემი ოთახის ფანჯრებში და მე ისე თბილად ვარ გახვეული ჩემს ფუმფულა საბანში, ადგომა მესიკვდილება. ნიჰილისტური ფიქრები შემომიტევს ხოლმე ყოველ დილას მაგრამ მერე გონებაში ვახვევ ჩემი განვლილი ცხოვრების კადრებს და სასიამოვნო მომენტების გახსენებით კვლავ მიბრუნდება სიცოცხლის სურვილი. ზოგჯერ იმდენად შემიყოლებს ხოლმე ფიქრი, აწმყოსაგან მოწყვეტილი ოცნების ღრუბელში ვეხვევი, იმდენად სასიამივნოა საკუთარი გონების დათვალიერება უკან დაბრუნება, რეალობაში, მიჭირს. მეოცნებე ადამიანები მრავლად არიან ჩვენს სამყაროში, ისინი პრობლემებში არ ეხვევიან, გამოირჩევიან სიმშვიდითა და არაკონცენტრიულობით. მეც მათ მივეკუთვნები, რომ შემეძლოს გადავუხვიო საკუთარ თავს და დავეშვა დედამიწაზე ალბათ უარს ვიტყოდი, დედამიწა ჩარჩოებშია მოქცეული ჩემი გონება კი ისეთი თავისუფალია… მართალია ფიქრები ერთმანეთში გახვეულა და ცდილობენ თავგზა ამირიონ, მე მაინც ვეცდები მათ დალაგებას, გა და აზ რე ბას. მოდი ახლა ავდგები, დღევანდელ დღესაც ვიცხოვრებ და დღის ბოლოს ისევ გადავეხვევი ლოგინს გვერდულად, რომელიც ისეთი თბილია, მიჭირს დატოვება.