მერამდენე ღამე მთავრდება იმაზე ფიქრში, რომ შენზე ფიქრი არასწორია. ძალიან მტკივა უშენობა მაგრამ არც დაბრუნებაა გამოსავალი. ჩემთვის ნათქვამ ყველა სიტყვაში და ჩემთვის გამოგზავნილ სიმღერებში დატოვე ის, რისი ატანაც ჩემთვის ასეთი მტკივნეულია. კარგი იქნებოდა რომ შემეძლოს გავყვე ამ სიტყვებს და ბოლომდე გამიტაცოს, ბოლომდე გაგიხსენო… მირჩევნია , ამგვარად მოკვდეს ყველა ძველი სიტყვა და შევძლო შენი დავიწყება. მაგრამ არ შემიძლია. დრო ყველაფრის მკურნალიაო, ველოდები და არ მშველის.