სავსე იმედებით.

რამოდენიმე დღის წინ ჩემი მეგობარი მეუბნება – იცი რა, ვცდილობ იმედები არმქონდეს, როგორც კი რაიმეს იმედი მიჩნდება ვცდილობ რომ ჩავიკლა, რადგან ძალიან მეშინია იმედგაცრუების. არადა რომ დავუკვირდეთ პირიქითაა, ამ ცხოვრებას ერთი დღითაც ვერავინ აიტანდა იმედები რომ არ გვქონდეს. იმედი იმის, რომ ვინმე გაგიგებს, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება ვიდრე დღევანელი, იმედი რომ, ბედნიერი წუთები კიდევ წინაა, თუნდაც იმის იმედი რომ ხვალ უბრალოდ გათენდება.

რთულია იმედგაცრუება, მაგრამ გარდაუალი. ამ წლის ზამთარში ერთი ჭკვიანი ადამიანი გავიცანი, და მახსოვს ვკითხე საყვარელი გამონათქვამი თუ ჰქონდა, ხოდა უცნაურობა მიპასუხა – “ყველა ადამიანი იმედგაცრუებაა”. რა თქმა უნდა არდავეთანხმე, ასეთ რადიკალურ მოსაზრებას, საკუთარი ცხოვრებიდან მოვუყვანე მაგალითები იმ ადამიანებისა რომლებსაც იმედები არ გაუცრუებიათ, მაგრამ საპასუხოდ ციტატა გამიგრძელა რომელიც შემდეგნაირად ჟღერს: “ყველა ადამიანი იმედგაცრუებაა, და თუ არის ვინმე ვისაც ჯერ არ გაუცრუებია იმედი, ესეიგი საკმარისი დრო არ მიგიცია მისთვის”. თავიდან არ ვეთანხმებოდი, მაგრამ ახლა მგონია, რომ მართალია. სხვა ადამიანები იმედებს გამუდმებით გაგვიცრუებენ, ისევე როგორც ჩვენ მათ, მთავარია შეგვეძლოს პატიება და გაგება.

და ყველაზე უფრო მთავარი იცით რა არის? საკუთარ თავს არ უნდა გავუცრუოთ იმედები. ის უნდა ვიყოთ როგორებადაც წარმოგვიდგენია ჩვენი თავები, არ უნდა მივცეთ ყოველდღიურობას იმის უფლება რომ დიადი მიზნები გადაფაროს. უბრალოდ მზად უნდა ვიყოთ იმედგაცრუებისთვის მაგრამ ამავდროულად – სავსე იმედებით.

It’s amazing how a little tomorrow can make up for a whole lot of yesterday.

Author:

არაფერი არაფერზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s