რამოდენიმე დღის წინ მეგობართან საუბრისას აღმოვაჩინე რომ საკთარ სახლზე შეყვარებული ვარ. აქამდე ამაზე არ მიფიქრია, არსებობს ადამიანების ისეთი კატეგორია რომლებსაც არ უყვართ სახლში დროის გატარება და სანაცვლოდ ურჩევნიათ გარეთ გაატარონ დრო, უცხო გარემოში. მე კი იმ ადამიანებს მივეკუთნები საკუთარი ოთახი რომ გამუდმებით ენატრებათ და ერთი სული აქვთ როდის დაბრუნდებიან შინ. მოკლედ, გადავწყვიტე, რომ ამ ბლოგში ჩამოვწერო სია, თუ როგორ შეგვიძლია სახლიდან გაუსვლელად გავერთოთ.
- ავაშენოთ კარავი
თვითონ კარავის აშენების პროცესია ძალიან სახალისო და შემოქმედებითი, მაგ დროს უამრავი იდეა მოგდის და როდესაც ბოლოს შენს ქმნილებას უყურებ ძალიან სასიამოვნოა. შედეგად, კარავში შეგიძლიათ წიგნი წაიკითხოთ, მუსიკას მოუსმინოთ ანაც უბრალოდ დაიძინოთ (სამივე გამომიცდია და გირჩევთ :დდ)

2. გამოვაცხოთ ნამცხვარი
თვითონ კეთების პროცესი ძალიან სასიამოვნოა, მითუმეტეს მაშინ თუ რაღაც ახალს აკეთებთ. აქ დავწერ ჩემი საყვარელი ტრიუფელების რეცეფტს, რომელიც უმარტივესი გასაკეთებლია და პარალელურად უგემრიელესი გამოდის.
ერთ ყუთ დაჩა კარაქს ვუმატებთ ჰერკულესის ფანტელებს, რასაც შეიზელს (მშრალი უნდა იყოს მიღებული მასა) დავუმატებთ კაკაოს, ფერის მისაცემად გემოვნებით. შემდეგ ვუმატებთ გატარებულ თხილს, ნიგოზს და შაქარს გემოვნებით ასევე ვანილსაც. შემდეგ მიღებული მასისგან ვაკეთებთ რგოლებს რომელსაც გულში ვუკეთებთ მთლიან ნიგოზს, თხილს ან ნუშს. მიღებულ ბურთულებს საბოლოო ჯამში ამოვავლებთ ქოქოსის ფანტელებში, ანაც კაკაოში. სულ ესაა.

3. დავხატოთ რაიმე
მერე რა თუ მხატვარი არ ხართ, მშვენიერი გასართობია ხატვა…

4. წავიკითხოთ წიგნი
მე რეკომენდაციას გავუწევ “კევინზე უნდა დაგელაპარაკო”-ს ლაიონელ შრაივერის რომანს, რომელიც ამ ზაფხულს წავიკითხე და დღემდე შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.

5. ვუყუროთ ფილმს
6. დავალაგოთ სახლი :3
არვიცი ბიჭებისთვის რამდენად რელაქსაციის შემცველი იქენება ეს პროცესი, და ზოგადად, არვიცი ეს ბოლო პუნქტი რამდენად სწორია რომ დავწერე საზოგადოდ. მაგარამ ჩემი გადმოსახედიდან სახლის დალაგების პროცესი, თავისი შედეგიანად, ძალიან სასიამოვნოა.