მესამე წელია, რაც დაბადების დღეს ბლოგთან ერთად ავღნიშნავ. ტრადიციას არ ვარღვევ და ჯერ არ გათენებულზე ვცდილობ გავიხსენო განვლილი წელი და შეძლებისდაგვარად შევაფასო. ძალიან საინტერესო გამოდგა 18 წლის ხატიას ცხოვრება, რადგან ამ წელს რადიკალურად შევიცვალე ცხოვრების სტილი. სკოლა-სახლი სკოლა-სახლი როგორც იქნა შეცვალა სრულიად სხვა არსებითმა სახელებმა, რომლებიც უცხო, საინტერესო და ბევრად უფრო დამამახსოვრებელი იყო ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დროინდელი მეგობრების სრული თუ არა, უმეტესობის ჩამოშორება ბუნებრივად მოხდა, მაინც გულსატკენია ჩემთვის მათ გარეშე დროის გატარება და რთულია ახალი, უნივერსიტეტის მეგობრების, ისე ახლოს მიღება, როგორც ეს აქამდე კლასელებთან გამომდიოდა. ამ ყველაფრის ფონზე თავს ყველაზე კარგად ის მაგრძნობინებს, რომ საუკეთესო მეგობარი არ დამიკარგავს (ფაქტობრივად ჩემი “სოულმეითი”) და ისევ, ტრადიციულად ერთად ავღნიშნავთ ჩვენს დაბადების დღეს (წინა ბოლოგში მაქვს დაწერილი მაგრამ აქ ისევ განვმეოირდები და ვიტყვი, რომ მე და მონიკა ერთსა და იმავე წელს, თვეს და დღეს დავიბადეთ) საერთო სამეგობრო წრეში.
რგორი იყო 18 წლის ხატია… ალბათ ზარმაცი. მტკიცე, იმედგაცრუებული და მიზანდასახული.
18 წლის ასაკში….
- ვისწავლე კერვა სამოყვარულო დონეზე და მივხვდი, რომ პროფესიულ დონეზე მჭირდება მისი სწავლა.
- პირველად ვიყავი ურთიერთობში და ისეთი იყო ვშიშობ უკანასკნელი არ აღმოჩნდეს.
- გავიჩინე 46 წლის საუკეთესო მეგობარი, რომელიც უუძალიანკარგეს რჩევებს მაძლევს.
- გავხდი თსუ-ს სოც. პოლის სტუდენტი და მისი წყალობით უფრო უფერული მეჩვენება სამყარო.
- დავიწყე ქარგვა- ნერვების მშვენიერი სავარცხელი გამოდგა.
- ნიჰილიზმი შემომეპარა.
ვაგრძელებ 31 ივლისს ამ ბლოგის წერას, რადგან იმ ღამით გაგარძელება არ მაცადეს… აწი უივე 19 წლის ვარ და დიდი არაფერი შეცვლილა.
