როცა სიცოცხლე გწყურია

დღეს ბოლოს წინა გამოცდიდან რომ ვბრუნდებოდი სახლში, აბრაზე დიდი ასოებით დაწერილი რეკლამა წავიკითხე “როცა სიცოცხლე გწყურია”. რომელიღაც მინერალური წყლის სლოგანია,მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს. სიცოცხლის წყურვილზე დავფიქრდი, რომელიც ჩემში დროის სვლასთან ერთად სადღაც უჩინარდება. როგორ მინდა შემეძლოს თითოეული წამით ვტკბებოდე რასაც კი სამყარო იმეტებს ჩემთვის, მინდა იმედებით სავსე ვიღვიძებდე ყოველი დღე და მინდა სამყარო ისეთი იყოს როგორსაც ფილმებში აჩვენებენ. ხშირად ვაკნინებ საკუთარ თავს მხოლოდ იმის გამო, რომ ცხოვრებისგან მაქსიმუმს ვერ ვიღებ და არაფერს არ ვცდილობ. საკუთარი თავი აკვარეუმში მყოფ თევზს მაგონებს სამ წამიანი მახსოვრობით, რადგან იგივე შეცდომებს ვუშვებ რასაც უწინ, საზოგადოების მიერ შექმნილ ჩარჩოებში ვარ მოქცეული და გამბედაობა არ მყოფნის ზღვარი გავარღვიო.

როდესაც პატარები ვართ ყველაფერი მარტივი და შესაძლებელი გვეჩვენება. ამიტომაც ვაშენებთ ძალიან დიდ, ლამაზ და შთამბეჭდავ ოცნების კოშკებს. მაგალითად მე ყოველთვის მეგონა, რომ მარსიდან დავუქნევდი ხელს დედამიწას. სულ სხვა ფერებში ვხედავდი სამყაროს. მერე კი უბრალოდ გავიზარდე და ასე მაღლა ატყორცნილი, საკუთარი კოშკის სახურავზე ვიყავი, რომ უეცრად ჩემი კოშკი წაბარბაცდა და დაინგრა. მე კი მის ნარჩენებში მოვყევი და გავიჭედე. რთულია კოშკის ნანგრევებზე პატარა სახლის აშენება რომელიც შენს შესაძლებლობებს სულაც არ აღემატება და იცი, თავს უკეთესად გაგრძნობინებს. მაგრამ ძნელია დაიწყო განადგურებულმა რაიმეს შენება, რთულია გჯეროდეს ისევ რაღაცის გამეტებით. და როდესაც იმედები ქრება, სიცოცხლის წყურვილიც სადღაც იკარგება,მიუხედავად იმისა რომ იცი უწყლოდ დიდი დღე არ გიწერია.

Leave a Comment

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s