დამპლური თამაშები

დედამიწაზე სულ რაღაც 18 წელი, 11 თვე და 12 დღეა რაც ვცხოვრობ. ეს დრო კი საკმარისი აღმოჩნდა იმის დასადგენად რომ ადამიანების უმეტესობა თავს ისეთებად გვაჩვენებს როგირებიც სინამდვილეში არ არიან. სწორედ ამიტომ მას შემდეგ რაც ჭკუაში ჩავვარდი და გავაცნიბიერე, რომ მეგობრობა სულაც არაა ერთად ქვიშის პასკების ცხობა, ჩემმა სამეგობრო წრემ დაპატარავება დაიწყო და მინიმუმამდე დავიდა.

ნელნელა ახალი ადამიანების შემოშვება დავიწყე ცხოვრებაში და ეს პროცესი საკმაოდ გამირთულდა.  ერთი პერიოდი მეგონა, რომ ადამიანების გაშიფვრა ვისწავლე, ჩემს ზე ნიჭიერებას სწორედ ამ სფეროში ვხედავდი მანამ სანამ სპეციალურად ჩემთვის დადგმული სპექტაკლის მონაწილე არ გავხდი. სამწუხაროდ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც საკმაოდ ბუნებრივად თამაშობენ საინტერესო როლებს და ზემოდან გულწრფელოფის ფანტელებს ისე მადისამღძვრელად აყრიან, რომ სურვილი გიჩნდება შეჭამო. მაგრამ გასინჯვის შემდეგ მაინც ცუდი გემო გრჩება.

ალბათ ერთ-ერთი მიზეზი, იმისა თუ რატომ გვენატრება ყოველთვის ბავშვობა, ისაა, რომ არასოდეს არ გვიწევდა 100-ჯერ გაზომვა რომ ერთხელ გაგვეჭრა. ურთიერთობები ერთ დიდ თამაშს დაემსგავსა სადაც წაგებული ტკივილითა და იმედგაცრუებით “ჯილდოვდება” და თუ არ გინდა წააგო, კარგი მოთამაშე უნდა იყო. არ უნდა დაგეზაროს 100-ჯერ გაზომვა.

ძალიან მიყვარს ის ადამიანები რომლებთანაც თამაში არ მომიწია, პატარაობიდანვე ჩემთან ერთად რომ მოდიან. ისინიც მიყვარს, ახლა რომ თამაშგარე ურთიერთობები მაქვს. ამ პოსტის წერისას წინადადებები ბევრჯერ დავწერე და წავშალე, რადგან არვიცი რამდენად სწორად ვწერ სიტყვებით იმას, რასაც ვფიქრობ. ჩემთვის ძალიან ძნელი იყო იმის გააზრება, რომ ადამიანებთან მეც ვთამაშობ. უბრალოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ღირსეული მოთამაშეები უნდა ვიყიოთ და სპექტაკლები არ დავდგათ.

66627202_429009501083679_4000726950636158976_n

Leave a Comment

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s