საუბრები ინტერნეტ მეგობართან

რამდენიმე წლის უკან, მაშინ როდესაც ჩემი ყოფიერება არცთუისე მრავალფეროვანი იყო, და შემოიფარგლებოდა სკოლა-სახლი, სკოლა-სახლით, ძალიან ბევრი ინეტრენეტმეგობარი გავიჩინე. სწორედ იმ მიზნით, რომ საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობით უფრო საინტერესოდ გამეტარებინა დრო. მათგან დღემდე ერთი ადამიანი შემომრჩა. ერთმანეთი სამი წლის წინ გავიცანით და გაცნობიდან პირველივე დღეს ერთმანეთს სახელები შევურჩიეთ. მე დეივის ვეძახი, ის ენის. ერთმანეთთან საკმაოდ საინტერესო მიმოწერები გვაქვს ყოველთვის და გადავწყვიტე ცოტა რამ აქ, თქვენ, გაგიზიაროთ.

  • ენი: როგორ ხარ დეივი?
  • დეივი: უკეთესადაც შეიძლება, შენ?
  • ენი: ნორმალურად, სხვა პასუხს ველოდი
  • დეივი: არაპროგნოზირებადობას რა ჯობს
  • ენი: უკეთესად რომ იყო რა არის საჭირო
  • დეივი: სიტყვაძუნწობა და გამბედაობა.
  • ენი: სიტყვაძუნწობა-შენი?
  • დეივი: დიახ, „ბრძნად მეტყველებაი ვერცხლი არს წმიდაი, ხოლო დუმილი – ოქროი რჩეული“ ხომ გაგიგია. ფუჭსიტყვაობა ანადგურებს ბევრ რამეს
  • ენი: ზოგჯერ სიჩუმეც ანადგურებს ბევრ რამეს
  • დეივი: კი, ყველაზე კარგი ოქროს შუალედის მოძებნაა, რომელიც ძალიან რთულია, მაგრამ სირთულეებს რა სჯობს
  • ენი: გყავს ისეთი ადამიანი რომელთანაც ამ შუალედს არ იცავ და სრულიად ღია ხარ მისთვის?
  • დეივი: მე არავისთან არ\ვერ ვიცავ ამ შუალედს, სულ ვფუჭსიტყვაობ, გახსოვს რომ მკითხე რა არის იმისთვის საჭირო რომ უკეთ იყოო, სწორედ ეს – ვოყო სიტყვაძვირი. ადამიანს თავი არ უნდა მოაბეზრო თუ არ გინდა მისთვის გაუფასურდე.
  • ენი: მესმის რასაც ამბობ, მეც გამომიცდია ის გრძნობა, მარტო რომ დარჩები საკუთარ თავთან და გაიაზრებ რამდენი ილაყბე უაზროდ, არასასიამოვნოა ნამდვილად.
  • დეივი: რემარკის ფრაზა არ მახსოვს მაგრამ ეს შინაარსი ჰქონდა: რა უბადრუკი ხდება ჭეშმარიტება როდესაც მას გამოვთქვამთ
  • ენი: ნამდვილად მასეა. რა განაღვლებს? ოღონდ ეს ისეთი კითხვა არაა ცინიკურად რომ იციან ხოლმე.
  • დეივი: ზევით რაც ვახსენე მაგის გარდა? აჰ უი ჩვენ მარტო სიტყვაძვირობის საჭიროება განვიხილეთ, მე კიდევ გამბედაობა ვახსენე
    (სიტყვაძვირობათქო და რამდენს ვლაყბობ, ფსევდოინტელექტუალობის ეტალონი ვარ გულწრფელად)
  • ენი: ლაყბობა ცოტა სხვა რამეა, ამ საუბრისგან საკმაოდ შორს, ასე რომ გისმენ გულისყურით, რას გულისხმობ გამბედაობაში, უფრო კონკრეტულად
  • დეივი: ხშირად ადამიანებმა წუთიერი სიამოვნებები უნდა დავთრგუნოთ გრძელვადიანი მიზნებისთვის. ანუ ცდუნებები უნდა დავთრგუნოთ, ცუდი ჩვევები და ასე შემდეგ. არამარტო გრძელვადიანი,თუნდაც იმ მომენტით ტკბობის ალტერნატიული გზა ვეძიოთ და გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან რასაც გამბედაობა სჭირდება ჩემი აზრით.
  • ენი: ერთმანეთს ხშირად სულაც არ გამორიცხავს მიზანი და წუთიერი სიამოვნებები ცხოვრება სწორედ ეგაა, რაც შეიძლება ბევრი რამ უნდა მოასწრო. განა ღირს რაიმე ერთზე კონცენტრაცია, როცა ირგვლივ ამდენი რამაა?! ანუ როგორც მივხვდი შენ ერთი მიზნისთვის სხვა პატარა სიამოვნებებზე უარის თქმა არ შეგიძლია?
  • დეივი: მე კომფორტის ზონიდან ვერ გამოვდივარ რომელიც მანადგურებს. ეს უკვე დიდი პრობლემაა, მაგრამ დიდი ცდუნებაა იჯდე თბილ ოთახში და არაფერი აკეთო ვიდრე ცივ ოთახში იკითხო, უხეშად რომ ვთქვათ.
  • ენი: მესმის და გეთანხმები, მაგრამ რამდენადაა თბილი ოთახის დატოვება გამბედაობა, როდესაც წინასწარ იცი რომ იქ ცივი ითახია წიგნებით სავსე და მეტი არაფერი. გამბედაობა ხომ ისაა როდესაც არ იცი წინ რა გელოდება და ერთგვარ რისკზე მიდიხარ
  • დეივი: ეგეც, მაგრამ ისიც გამბედაობაა გადადგა ნაბიჯი პროგრესისკენ და მიატოვო „ თბილი ოთახი“ თან ეს გააკეთო დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე.
  • ენი: მთავარი აქ მოტივაციაა, თუ მოტივაცია არ გაქვს არაფერი გამოვა.
  • დეივი: კი მოტივაცია რა თქმა უნდა, ხოდა სწორედ შენ თავს რო მოტივაცია შეუქმნა მაგას უნდა მყარი ნაბიჯის გადადგმა რასაც გამბედაობა სჭირდება რეალურად ადამიანი რომ იყოს პროდუქტიული საჭიროა მშობლების ჩართულობა, ქცევითი მოდელი და არა მარტო ჭკუის დარიგება .
  • ენი: ერთი კვლევა წავიკითხე ამასწინად, მე-20 საუკუნეში ჩაატარა ერთმა პათოლოგმა. ბავშვთა სახლიდან 20 ბავშვი აიყვანა და ორ, 10 კაციან გუნდად გაყო, ერთ ჯგუფს ისეთი აღმზრდელები მიუჩინა რომლებიც ბაშვებს ეუბრეოდნენ თუ როგორი ნიჭიერები არიან, როგორი ლამაზები და კარგები… მეორე გუნდს კი პირიქით, ამღზდელები მათ ამცირებდნენ და ეუბნეოდნენ რომ არარაობები არიან. შედეგმა აჩვენა რომ ის ბავშვები რომელიც თბილ გარემოში აღიზარდა, წარმატებული ადამიანები გამოვიდნენ. მეორე გუბდის ბავშვები კი პირიქით, სამმა მათგანმა თავი მოიკლა, ჩაკეტილი და დეპრესიული ბავშვები დადგნენ. გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ სად მოვხვდით. ხშირად გადამწყვეტიც.
  • დეივი: მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თავის მსხვერლპლად გასაღებაზე მარტივი არაფერია
  • ენი: უბრალოდ ჩვენ მაინც უნდა ვეცადოთ საკუთარი თავის ყველაზე კარგი ვერსიები ვიყოთ.
  • დეივი: და ჩვენ თავს უნდა გავუწოდოთ ხელი.
  • ენი: კიკიკი. უნდა ვიბრძოლოთ.

Author:

არაფერი არაფერზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s