როდესაც საკუთარი თავით უკმაყოფილო ხარ. დღეები დღეებს მისდევს და იმის ნაცვლად რომ რაიმე სასიკეთოდ შეიცვალოს, უფრო და უფრო გიღრმავდება საკუთარი თავის მიმართ პროტესტი. უფრო და უფრო ითრგუნები, შინაგანად იჭამ თავს და მაინც ვერაფერს ცვლი. მერე დაფიქრდები და პირველი რაც თავში გაგიელვებს ისაა, რომ საკმარისად კარგი არა ხარ. ეს ძალიან გაგამხიარულებს, რადგან საკუთარ თავს დასცინებ, თუ როგორი ცოდოა, თურმე კარგობაზეც ჰქონია პრეტენზია.

მერე ამ ბლოგზე შემოხვალ და ისევ, უაზრო, სიცარიელეში გაფანტული ფიქრების გარდა რომ ვერაფერს იპოვი საკუთარ თავში, დასაწერიც არაფერი გექნება, კომპიუტერს გამორთავ და დასაძინებლად გაეშურები.

დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან თავს უფლება მივეცი ის უაზრობები ვწერო რაც ხელზე მომადგება.