შავი თუთა

ხშირად გამიგონია – ქართული კინო-ხელოვნება ჩაკვდა და 21-ე საუკუნეში ნურმალური აღარაფერი გადაუღია ქართველსო.  ძველ, ლეგენდად ქცეულ ფილმებს კი ყოველ ახალ წელს ამეორებენ და ამეორებენ, იმდენად ხშირად, რომ მთელს მოსახლობას დაღეჭილი გვაქვს ათასი ათასჯერ. რაც ცოტა არ იყოს და მოსაბეზრრებელია, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ მართლაც იქმნება ხარისხიანი კინო და მისი პოპულარიზაცია მედიისგან საერთოდ არ ხდება.

დღეს ვნახე გაბრიელ რაზმაძის “შავი თუთა”. ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი 2011 წელს არის გადაღებული და მასში მხოლოდ 4 მსახიობი თამაშობს:

  1. მაქსიმე მაჩაიძე(KayaKata) 
    11070255_739882132797729_9222972629222353292_n

დღეს უმეტესობა ამ ადამიანს კაიაკატას სახელით იცნობს, სანამ ფილმს ჩავრთავდი ვიფიქრე, მაქსიმე საკუთარ “მე”-სთან მიახლოებულ პერსონაჟს ითამაშენბდა, თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ დღევანდელი კაიაკატა ფილმის პერსონაჟ ნიკას მხოლოდ ხმის ტემბრით თუ მოგაგონებთ.

2. ნატა ბერაძე

ნატა ცნობილი ქართველი მოდელი იყო ერთი პერიოდი.

3.ზურაბ ბეგალიშვილი

პროფესიით მსახიობია, მისი სიტყვები შეიძლება დიდად არაფრისმთქმელი იყოს ფილმში მაგრამ თვალები ძალიან ბევრს ამბობენ. ამ კაცის შესრულებამ ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.

4. თამარ ბუხნიკაშვილი

ფილმის ქრონომეტრაჟი 28 წუთია და მისი წარმოებისათვის სახელმწიფომ 29 000 ლარი გამოყო. ისტორია გოგოს და ბიჭის ურთიერთობაზეა აგებული და ძალიან ბევრის თქმას ასწრებს 28 წუთში. ცხოვრებაა, რომელიც ადამიანს ფრთებს აჭრის და საკუთარი ოცნებების დავიწყებას აიძულებს, ნათლადაა ნაჩვენები. ნიკა, რომელიც თვითმფრინავების აწყობით არის გატაცებული, მაღაროელი ხდება და იმის მაგივრად რომ ცაში აფრინდეს, მიწისქვეშეთში ამოყოფს თავს. ანი კი ახალგაზრდა გოგონაა, რომელიც მშობლების სურვილებს არ ღალატობს და ექიმობას გეგმავს, განა იმიტომ, რომ მას უნდა, არამედ იმიტომ, რომ ეს მშობლებს უნდათ. ნიკა და ანი ერთმანეთს მხოლოდ 3 დღით ხვდებიან, თუმცა ერთმანეთის ცხოვრებაში ღრმა კვალს ტოვებენ, მათი ისტორია ვითარდება დაცარიელებული ქალაქის ფონზე სადაც ყველაფერს ცოტაც და სიძველე შთანთქავს. ამ სიძველეში კი ახალი გრძნობები იბადება, რომელიც მალევე ქრება, რადგან ორ ახალგაზრდას ერთმანეთს აშორებს.

Author:

არაფერი არაფერზე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s