ყველაფერი პატარაობიდან იწყება. ვიბადებით და ნელ-ნელა ხუთივე გძნობის დახმარებით აღვიქვავთ უზარმაზარ სამყაროს, რომელიც ასაკთან ერთად ნელ-ნელა პატარავდება. ბავშვობის წლები ადამიანისთვის ყოველთვის დაუვიწყარია, პირველი შეგრძნებების პერიოდი, დღეში ათასობით კითხვაზე პასუხი და რაც მთავარია, კეთილი გული. პატარა ბავშვები არიან ისინი, ვინც ჩვენს მერე გააგრძელებენ ცხოვრებას, უკეთესები, რადგან ადამიანის უნიკალური თვისება ხომ განვითარების შესაძლებლობაა. ბავშვსს სპეციფიური მიდგომა სჭირდება და შესაბამისად აღზრდის მრავალგვარი ფორმა არსებობს. ადოლფ ჰიტლერი ამბობდა:

ბავშვის აღზრდა ისეთნაირად უნდა წარიმართოს, რომ ის სავსებით დარწმუნდეს რომ მისი ხალხი ყველაზე საუკეთესოა, ამგვარი ფიზიკური და სულიერი აღზრდის წყალობით.

ჟან-ჟაკ რუსო:

ჭეშმარიტი აღზრდა უფრო ვარჯიშით ხდება, ვიდრე წესებით.

ვაჟა ფშაველა:

ახალთაობის წესიერად აღზრდისათვის საჭიროა დედაენაზე სწავლება, დრომდის მაინც აუცილებლად, სამშობლოს ისტორიის და ლიტერატურის შესწავლა

ფილოსოფოსების, პოლიტკოსებისა და მწერლების მაღალფარდოვანი სიტყვების მიღმა თუ გავიხედებით და დავაკვირდებით როგორი აღზრდის სისტემა მუშაობს საქართველოში ალბათ რეაქცია უარყოფითი იქნება. ხშირია ძალადობა. ძალადობის სახე კი ორგვარია, ფიზიკური და ფსიქოლოგიური. დღემდე, ქართველ მშობლებს მიაჩნიათ, რომ ბავშვს რამე რომ გააგებინო ხელით უნდა შეეხო. (არ გეგონოთ რომ ქართველების დაკნინებას ვცდილობ, მე ქართველი ვარ და შესაბამისად საქართველო ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია) ცხოვრებისაგან დამძიმებულები საკუთარ შვილებზე იყრიან ჯავრს, დაბალი ღობე დღეს ისაა. ხოლო რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ძალადობას, ეს ძირითადად მაშინ ხდება როდესაც, ოჯახში დედ-მამის შორის კონფლიქტია და ბავშვს უწევს მათი ჩხუბი ისმინოს. რათქმაუნდა ფსიქოლოგიური ძალადობა ბევრად უფრო ძნელი გადასატანია ვიდრე ფიზიკური.

მეორე საკითხია გარემო, რომელშიც ჩვენი პატარები იზრდებიან. ბავშვი მიმბაძველია, ის იმეორებს ყველაფერს რასაც ზრდასრულებისაგან ხედავს, ამიტომაც უთქვამს ვიღაც ბრძენს “ბავშვი ოჯახის სარკეაო”.

რატომ ვილაპარაკე ამდენი… დღეს გარეთ ვიყავი, ჩემი სადარბაზოს წინ, უმიზნოდ ვიდექი და მზეს ვეფიცხებოდი, რომ უეცრად მომესმა პატარა ბავშვის ხმა: “-შე ბოზო, დედა რატო შემაგინე” გავიხედე და რას ვხედავ! მე-4 კლასელების ბრბოს (როგორც მერე გავარკვიე) “რაზბორკა” ჰქონდათ. მივედი და გავაშველე მაგრამ ისევ თავისას აგრძელებდნენ. არც მშობელი ჩანდა ჰორიზონტზე და არც გამშველებელი. ბოლოს ერთი ბავშვი გააძევეს თავისი “ხროვიდან” და დაიშალნენ.

სახლში ამოვედი, ცოტა ხნის მერე ფანჯრიდან გადავიხედე, და რას ვხედავ, “ვაჟკაცი” ბიჭები მაგიდის ირგვლივ შემოკრებილან და ლიმონათით ახალ წელს ადღეგრძელებენ. დავუძახე და დავცინე… დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დიდი პრობლემაა აღზრდასთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანაში.