დღეს დილით ადრე გამეღვიძა, ეს თითქმის არასოდეს ხდება, მაგრამ ყველაზე უცნაური პირველი აზრი იყო, რომელმაც ტვინზე მომიკაკუნა: “ჰეი ხატია, შენ ბედნიერი ხარ” გავიღიმე, თვალები დავხუჭე და ძილი გავაგრძელე. მერე ჩვეულებრივად,თავის დროზე გამეღვიძა, სადღაც ორისკენ, მას შემდეგ კი საკუთარ თავთან  ვერ გამირკვევია, რატომ მომრავლდა ჩემს ორგანიზმში ენდორფინები.

კაცრობიობის დასაბამიდან ადამიანი ბედნიერების განუწყვეტელ ძიებაშია, თვითონ ეს სიტყვა კი საკმაოდ ფართოა და ძალიან ბევრ რამეს მოისაზრებს. ექიმისათვის ბედნიერება პაციენტის გამოჯანმრთელებაა, მასწავლებლისთვის ცოდნის გაზიარება, მშობელისთვის ბავშვის კარგად ყოფნა, მოსწავლისთვის ათიანის მიღება, მაგრამ ბედნიერება ყოველთვის ხანგრძლივი უბედურების უკან იმალება. და მაინც რა არის ბედნიერება? როდის ვიწყებთ მის ძებნას? ბავშვობაში დიდობა გაგვაბედნიერებდა, შემდეგ ვიზრდებით და საყვარელ ადამანიას ველოდებით რომ გაგვაბედნიეროს, მერე საკუთარ შვილებს ველოდებით ბედნიერების მოსატანად, შემდეგ კი მათი გაბედნიერებით ვგეგმავთ საკუთარ ბედნიერებას. სააბოლოო ჯამში კი ბედნიერება ისე ჩაგვივლის მის შეგრძნებასაც ვერ ვასწრებთ.

ხშირად წამიკითხავს ფრაზა: “არ არსებობს უკეთესი დრო ბედნიერებისთვის, ვიდრე ეს დღე, ეს წუთი და წამია” სათქმელად ადვილია, მაგრამ, მაშინ როდესაც სამყარო თავზე გექცევა, ძნელია ეს გაითავისო, რადგან როგორც გრიპის ვირუსისგან ვერ გაანთავისუფლებ ორგანიზმს, ისევე ვერ აიძულებ საკუთარ ტვინს, წარმოქმნას ენდორფინები.

იუთუბზე გადავედი, საძიებოში ჩავწერე “ბედნიერება” და ამომიგდო სოციალური გამოკითხვები, გამიკვირდა როდესაც დავაფიქსირე, რომ გამოკითხულთა ნახევარზე მეტს ჭამა აბედნიერებს. ძალიან ბევრმა კი ამ კითხვაზე ფიქრი პირველად იმ წამს დაიწყო. სამწუხაროა, რომ ადამიანები პრობლემებს ითვლიან და არა ბედნიერებებს. საკუთარ თავთან აუცილებლად უნდა გაარკვიო რა გაბედნიერებს, რადგან შეძლო შემდეგ საკუთარი თავის გაბედნიერება.

საბოლოოო ჯამში კი, 11 საათაიანი ფიქრის შემდეგ ერთ დასკვნამდე მივედი, ჩემი დღევანდელი ბედნიერება გამოწვეულია იმით, რომ დავივიწყე ჩემს ცხოვრებაში არსებული არასრულყოფილებანი. მარტივად რომ ვთქვათ, დავიკიდე. დღეს კარგი დღე იყო, მაგრამ დარს ყოველთვის მოსდევს ავდარი. ბოლოს კი რობერტ მიულერის სიტყვებით დავასრულებ, ბედნიერება კოცნას წააგავს, უნდა გაუზიარო სხვას, რომ შენც ისიამოვნო მისით.

ps. ამ მუსიკის ფონზე ვწერდი ბლოგს Lou Reed – Perfect Day

tumblr_nf9fjvvsws1rnqolfo1_1280