შარშან ამ დროს, აკვიატებული მქონდა, რომ ველოსიპედი მინდოდა, ეს იდეა საიდან დამებადა ისევე არ ვიცი, როგორც კუები რატომ შემიყვარდა. შეიძლება თამამად, ვთქვა რომ აკვიატებების დედა ვარ პატარაობიდან. რაც დრო გადის ავადმყოფურად მინდება ის რაც ერთ დროს ამეკვიატა. სწორედ ასე დაიწყო ჩემი და ველოსიპედის ურთიერთობა. მიუხედავად იმისა რომ ცხოვრებაში დამოუკიდებლად ველოსიპედით გავლილიც კი არ მქონდა, გულს მაინც ეწადა მისი დაპყრობა და “შლიგინი” :დ. მაგრამ მიუხედავად ჩემი დიდი ნდომისა, რაღათქმაუნდა გამოჩნდნენ დაბრკოლებები, დედაჩემის და მამაჩემის სახით “გოგო მანქანამ არ გაგიტანოს” “ისევე მოგბეზრდება როგორც როლიკები” “ფულები რაში უნდა მაყრევინო” “კატაობის დრო სწავლას დაუთმო გირჩევინია”  და ა.ს.შ მიუხედავად დიდი თხოვნებისა, მშობლებმა “დამსინეს” და მერე სექტემბერიც მოვიდა, დაიწყო სწავლა და ვიღას ახსოვდა ეს შენი ველოსიპედი.  

მახსოვს აპრილის მიწურული იყო, რომ მამაჩემი ბაზრობაზე გავიდა და ველოსიპედით ხელდამშვენებული დაბრუნდა, ვიფიქრე: ღმერთო, ასეთი რა სიკეთე ჩავიდინე, რომ გადმომხედე და ამხელა სიხარული მომანიჭე თქო, თვალწინ გადამეშალა სიუჟეტი თუ როგორ დავსეირნობდი მზისჩასვლის ფონზე. მივედი, ჩასახუტებლად გამზადებული მადლობის სათქმელად, მაგრამ უკნიდან მესმის ბიძაჩემის ხმა “აუ გაგიჟდება ნიკო სიხარულისგან”. ამ ერთმა წინადადებამ მახსოვს მთელი ჩემი ფანტაზიები როგორ წალეკა.

 უი ხო, ვინ არის ნიკო. ნიკო პაპაჩემია, ერთი სვარჩიკი კაცი, რომელსაც სახსრების პრობლემა აწუხებს ამდენი მუშაობის შედეგად და შვილმა (მამაჩემმა) საჩუქარი გაუკეთა ველოსიპედის სახით. დავრჩი ასე გაღიმებული. 

მალე ზაფხულიც მოვიდა და პაპასაც ვეწვიე სოფელში (ველოსიპედს უმფრო). მახსოვს როგორ დაიწყო ჩემი და ველოსიპედის ურთიერთობა, პირველ დღეს რუში ჩავვარდი, ველოსიპედი საგულდაგულოდ გავამშრალე, პაპამ კი დიდი მადლობები მიხადა საღამოს, რამდენი ხანია გარეცხვას ვგეგმავდი და მეზარებოდაო, მეც შევიფერე. მეორე დღეს მოხვევაც ვისწავლე მაგრამ ვიწრო მოსახვევებში ვჩერდებოდი მაინც, ხელით შემოვაბრუნებდი და ასე ვაგრძელებდი კატაობას, ერთი კვირის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა ხანგრძლივი და ექსტრემალური გახდა, ექსტრემალური იმიტომ, რომ პატარა ბავშვი გავიტანე. ბევრი იტირა, მე კი ძალიან შემეშინდა, ნუ რაც მთავარია გადარჩა.  

საბოლოოდ მშობლებმა ჩემს ტანჯვას ვეღარ გაუძლეს, და აი დღეს მამაჩემმა წამიყვანა ბაზრობაზე და ახალი ველოსიპედით დავბრუნდი შინ. მოხიბლული ვარ ჩემი არჩევანით. ბევრი ვიფიქრე რა დამერქმია, ბოლოს ჯორჯზე შევჩერდი.არვიცი რატომ, პირვლად ეგ სახელი მომივიდა თავში და სხვა მოსულ სახელებს ნამდვილად ჯობდა. ასე, რომ დღეიდან იწყება ჩემი და ჯორჯის ფათერაკებიანი ურთიერთობა. მომავალ შეხვედრამდე ბლოგო. 💛💛💛