საღამოხანი იყო, იჯდა აბრეშუმის პეპლის მუხლუხი და აბრეშუმის ქსოვილს წარმოქმნიდა. მასთან ერთად იგივეს დაახლოებით 120 000 მუხლუხი იმეორებდა, ორ დღიანი გაუჩერებელი მუშაობის შემდეგ პარკის ახვევა თითქმის დაამთავრეს, გარშემო ერტყათ ნაზი აბრეშუმის ქსოვილი. მოვიდა ადამიანი და თითოეული ჭუპრი თავისივე მოქსოვილ პარკებში ჩაკლა. შემდეგ დეფექტიანი პარკები გადაარჩია, ხოლო უნაკლოები გადაამუშავა და მიიღო აბრეშუმის ქსოვილი.

თხელი აბრეშუმის ძაფი დიდ ფაბრიკაში გაიგზავნა, საკმაოდ გრძელი იყო, ცათამბრჯენს ნამდვილად მიწვდებოდა. ეს დიდი ძაფი ნაზ ხელებს შეეხო, მისი თითები აბრეშუმის ბოჭკოზე ნაზი იყო, დაანაწევრა გრძელი აბრეშუმის ძაფი და ქსოვილის წარმოქმნას შეუდგა. ასე წარმოიქმნა მბზინვარე, თხელი, ჰაეროვანი და ნაზი ქსოვილი. აბრეშუმი. 

ქსოვილი დიდ ბაზრობაზე მოხვდა, მას ეხებოდა უამრავი სხვა ნაჭერი და იტანჯებოდა, სტკიოდა თითოეული ბოჭკო რადგან სხვა უხეშ ნაჭრებში ითქვიფებოდა. უეცრად ისევ ხელი სტაცეს და თავი სულ სხვაგან ამოყო, იქ სადაც ბევრჯერ გაზომეს, სრისეს და ბოლოს მაკრატლით შუაზე გახლიჩეს, ეს ნახევარი კიდევ მეოთხედათ გაყვეს და სწორედ ამ მეოთხედმა ქსოვილმა ამოყო თავი საკერავი დაზგის ქვეშ, სადაც წვრილ წვრილი ნევსები ერთდროულად ჩხვლეტდნენ ქსოვილს. აბრეშუმის ერთი ბოლო მეორე ბილოსთან სამარადისოდ დაუკავშირეს, საგულდაგულოდ ამოკემსეს და რაღაცის სახე მისცეს. რასაც მერე შარფი უწოდეს.

აბრეშუმის შარფი მაღაზიაში გადაგზავნეს და ლამაზად ჩამოკიდეს. გამვლელი თუ გამომვლელი ყველა ხარბად უყურებდა ნაზ ქსოვილს. ეხებოდნენ გამუდმებით. უგალსუნებდნენ თავის უხეშ, მოუვლელ, ბინძურ და ცოდვილ ხელებს. აბრეშუმი კი მომავალ პატრონზე ფიქრიბდა, ნეტა ვისი ყელის გათბობა მოუწევდა ქსოვილს… 

თხელმა, ნატიფმა ხელებმა აიტაცეს ნაზი ბოჭკოების გროვა, ისეთი სუსტი და გრძელი ყელი ჰქონდა პატრონს, რომ შარფი გულიანად ჩაიხუტა და გვერძე ლამაზი ბაფთა გაინასკვა. შარფი მისი მეგზური გახდა, ის ყოველთვის გრძნობდა იგივეს, რასაც პატრონი. მაშინ, როდესაც სისხლი გაეყინებოდა ანაც პულსი აუჩქარდებოდა, ქსოვილი ამას შეიგრძნობდა. ზრუნავდა, მაშინ როდესაც ყელი გაუცივდებოდა და აბრეშუმიც აბრეშუმობდა.

მერე დაიშალნენ, გაწყდა მათი ერთობა, პატრონმა უეცრად მოიგლიჯა ყელიდან და ვიღაცის ხელებში ჩააგდო. მისი ხელები უხეში იყო, მაგრამ სამაგიეოდ ტუჩები ჰქონდა  ნაზი, გლუვი და წითელი. ყოველთვის სადღაც იყო ჩატენილი ნაზი ქსოვილი, მანამ სანამ არ დაღამდებოდა. აი ღამღამობით კი ახალი პატრონის ტუჩებს აგემოვნებდა.