გაიცანით, ეს ელფრიდეა. პაინისტი ქალის ავტორი და ადამიანი რომლის ნაწერიც უბრალოდ შეუდარებელია. 

ერიკა კუხოტი, ელფრიდეს მოგონილი პერსონაჟი, ფორტეპიანოს მასწავლებელი ქალი, რომელიც ხელოვნებაში მთელი თავისი არსებითააა ჩაძირული და საკუთარი თავი სხვა არაფერისთვის ემეტება, თუ არა ხელოვნებისთვის. სხვა ყველა ერიკასათვის ნაგავივით არაფრისმომცემი და ღირებულებადაკარგულია. ერიკა ყოველდღე მგზავრობს ტრამვაით და ხედავს თუ როგორი არ უნდა გახდეს ის.

იგი მიარღვევს ბილეთიანი და უბილეთო ხალხის ნაცრისფერ ნაკადს, ახლახან რომ ამოვიდნენ, ან გასასვლელისაკენ მიეშურებიან, იმათ, რომელთაც საიდანაც მოდიან, იქ ვერაფერი მიიღეს, და იქ, სადაც მიდიან ვერაფერ საიმედოს ნახავენ. მათში ვერაფერი მოგხიბლავთ.

ერიკაში ხელოვნების სიყვარულთან ერთად, დიდია სიძულვილიც. სიძულვილი ხალხის მიმართ რომელიც დღითი დღე ძლიერდება ხელოვნების შევიწროვების გამო. ისინი უმოწყალოდ თელავენ ნამდვილ მუსიკას და ყოველ დღე თითო სონატას კლავენ თავიანთი უმეცრებით.  

ერიკას ჰყავს დედა, რომელიც ყოვლად გაუფრთხილებლად ხდის მას თავის ქალას, დაუკითხავად აფათურებს შიგ ხელებს და რაღაცას ეძებს. იგი ყველაფერს თავდაყირა აყენებს და არაფერს დებს საკუთარ ადგილზე. მიუხედავად ამისა ერიკას დედა ძალიან უყვარს. სწორედ დედამ შთააგონა საკუთარი თავის განსაკუთრებულობა, ერიკა გამუდმებით ფიქრობს საკუთარ შინაგან სამყაროზე და ყოველ ჯერზე, როდედაც ფიქრის ბოლოში გავა დედის აზრს ადასტურებს, ის მართლაც განუმეორებელია. ერიკა ფიქრობს რომ მიაღწია მისი, როგორც ადამიანის უმაღლეს ღიებულებას როდესაც იგი ტოვებს რეალობას და გრძნიბათა სამყაროსკენ გადაინაცვლებს, მაგრამ ეს არის კი ადამიანობა?

ჩვენ ვართ ის რაც გვაქვს. მისი ცოდნა და უნარი წარმოქმნის მწვერვალს, რომელიც დაფარულია დატკეპნილი თოვლის საფარით. მხოლოდ ყველაზე უფრო გაბედული მოთხილამურე დაძლწვს აღმართს.

და აი ერიკას ცხოვრებაში ჩნდება გაბედული მოთხილამურე მამაკაცი, იგი ერთ დღესაც საკუთარ მყუდრო ბუდეში, გუგულის კვერცხივით აღმოაჩენს მას. მამაკაცისთვის დაბრკოლებას სრულიად არ წარმოადგენს ქალბატონის ასაკი, ქალბატონისა, რომელიც მისი მასწავლებელია. ერიკა მას აღაგზნებს და ისეთ ველურ ვნებას აღვიძებს მასში, რომ მოსწავლე საკუთარ თავს ვეღარ იმორჩილებს და ფეთქდება…

მასწავლებელი ქალი და მოსწავლე, ქალი და მამაკაცი ერთმანეთის პირისპირ დგანან. მათ შორის ცხელი და მხურვალე გადაულახავი კედელი აღმართულა. ეს კედელი ხელს უშლის მათ, რომ ერთ-ერთი მათგანი გადაძვრეს მასზე და მეორე მათგანს სისხლი გამოსწოვოს. მასწავლებელ ქალსა და მოსწავლეს სიყვარულისაგან სისხლი უჩუხჩუხებთ და მათ სხეულები უფრო დიდისაკენ უბიძგებს. 

წიგნში მოთხრობილია ამბავი აკრძალულ ხილზე, რომელის გასინჯვა მთავარი გმირისათვის მიზანი ხდება. ამბავია ადამიანზე რომელიც იმდენს გრძნობდა, რომ გადაიწვა და ახლა სიცარიელეღა დარჩა. ქალი, რომელიც არავის გავს და მისი ტკივილთან ურთიერთობა, სწორედ ტკივილი აგრძნობინებს რომ ადამიანია. წიგნი დროზე, სიყვარულზე, ვნებაზე და ყველაფერზე, ყველაფერზე რისი განცდაც კი შესაძლებელია. წიგნის ეკრანიზაცია 2001 წელს მოხდა, სწორედ შესანიშნავმა ფილმმა მაიძულა წამეკითხა ელფრიდე იელინეკის „პიანისტი ქალი„ ნამდვილი შედევრი და ემოციების დაუცლელი წყარო. 

ბოლოს გეტყვი, რომ აუცილებლად წაიკითხე ეს წიგნი თუ უკვე წაკითხული არა გაქვს. მე კითხვა დღეს დავასრულე და ეს ის მომენტია როდესაც კითხვაზე „-საყვარელი წიგნი?„ პასუხი უნდა შევცვალო. რადგან პიანისტი ქალი ჩემი საყვარელი წიგნია 💜💜💜