03:48 ღამეა, და ჩემი სხეული ყველაზე კარგი მაცივარია რომელსაც ღამის შენახვა შეუძლია. ზაფხულის ცხელი დღეები, ყოველი მომდევნო დღე წინაზე ბევრად უფრო ცხელია. მეც ჩაკეტილი ვარ საკუთარ ოთახში და აღარ გამოვდივარ, ვილტილიატორი და მე საუკეთესო მეგობრები გავხდით. მე ახლაც ვგრძნობ ჰაერის სწრაფი ნაკადი როგორ ეხება ჩემს კანს და ცდილობს სიგრილე გამოიწვიოს. სასიგნალო ანძას ვგავარ რომელიც მარტოდმარტო კიდია გაშლილ სივრცეში. ეს მე მინდოდა. აღარმინდა.

რამდენიხანია კალენდარს თვალს აღარ ვადევნებ, არ ვიცი დღეს რა დღეა ან ხვალ რა დღე გათენდება. მაგრამ ის რაც გსიამოვნებს ყოველდღიურობად არ უნდა აქციო თორემ მოგბეზრდება და სასიამოვნო აღარ იქნება. ხვალიდან ისევ გავიჭრები საზოგადოებაში, ვეცდები ვიპოვო საინტერესო ადამიანები და მათთან ერთად შევქმნა საზაფხულო ისტორიები, მერე ეს მოგონებები გადამატანინებენ გრძელ, ცივ და დაუნდობელ ზამთარს.

ღამე, იგივე სიბნელე. ამბობენ სიბნელე სრული ეფექტისთვის აუცილებელი კომპონენტიაო და მემგონი მართალიცაა. სიბნელეში ადამიანს არ შეუძლია გამოიყენოს მისი ერთ-ერთი აღქმის ორგანო, თვალები. ეს ფაქტი კი იწვევს სხვა აღქმის ირგანოების გაორმაგებულ მუშაობას, ესენია: სმენა, ყნოსვა, ნეევული სისტემა და ასშ. საბოლოო ჯამში კი ჩვენ, ადამიანებს, სიბნელე გვაიძულებს დავივიწყოთ ყველაფერი ის რასაც სამყარო გვთავაზობს და აღვიქვათ ის ისეთი როგორიც ჩვენს გინებას სურს. სწორედ ამიტომაა, რომ ღამე ჩვენს ფანტაზიებს  დასასრული არა აქვს. 

პოსტის წერა რომ დავიწყე 03:48 იყო, (როგორც უკვე ავღნიშნე) შუა წერის დროს მუსიკებმა გამიტაცეს, მერე ფეისბუკ მეგობარმა, და აი ახლა 04:23-ია. სულ მალე ალიონი იქნება მე კი ახლა ვაპირებ დაძინებას. ძილინებისა💛!