ახლა დიდ ავტობუსში ვზივარ, მასში ხალხის რაოდენობა უფრო ბევრია ვიდრე ჟანგბადისა. ჩვენი გზა ვარიანისაკენ მიდის, იქ სადაც დაიბადა და გაიზარდა იაკობ გოგებაშვილი. ხო, ეს ექსკურსიაა. გვერდით ჩემი ძმა მიზის და ეს გზა უსასრულობამდე იწელება. თავს კარგად არ ვგრძნობ, როდესაც ვუყურებ ამდენ მშობელს რომელიც გადამეტებულ ყურადღებას აქცევს საკუთარ შვილს, ერთმანეთისადმი უთბილესი დამოკიდებულებით, ჩემთვის ზედმეტად ყალბია. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ „თვალები ყველაფერს ამბობენ„ მე მათი თეთრი კბილების ზემოთ, ორ, კრიტიკითა და სიყალბით გაჯერებულ თვალებს ვხედავ. ეს კი ყველაზე მეტად მიქმნის დისკიმფორტს.
ავტობუსის მძღოლი. ოოო, ეს არ უნდა გამომრჩეს. ექსკურსიების დროს ყველაზე დიდი მნიშვნელიბა აქვს როგორი მძღოლი შეგხვდება. მე უბედურს არც ამაში გამიმართლა. ორიოდე წუთის წინ დამთავრდა „ბუწილკა„. ახლა სიჩუმეა, მხოლოდ მშობლები ყიყინებენ, და მე ვერ გამირკვევია რა ჯობს, „ბუწილკა„ თუ გამაყრუებლად ბევრი ხმა ერთად.
ერთადერთი რაც დამრჩენია, ეს ლოდინის რეჟიმია. იაკობის მუზეუმი პირვლად მეც პირველ კლასში ვნახე და ვიმედოვნებ იქაურობა მაინც აღმიძრავს დადებით ემოციებს. ახლა კი წავედი, გემშვიდობები ზედმეტად ფანოღური მუსიკის ფონზე, რომლის მისამღერია „შეყვარებული ვის არ ჰყოლია მაგრამ საფლავში არ ჩაჰყოლია„………
და აი ავტობუსიც გაჩერდა….